სიახლეები

“მუქარის მესიჯებს უგზავნიდა, არა მარტო, ყოფილ ცოლს, არამედ – მის დასაც, გოგონებმა მესიჯები მაჩვენეს”

loading...

უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება ოჯახური კონფლიქტის ნიადგაზე მომხდარი დანაშაულების სისასტიკე. კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი ხაშურის ცენტრში, უამრავი ხალხის თვალწინ მოხდა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის 24 წლის გოგონა, რომელიც ნათესავებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როცა მას ყოფილი ქმარი, მიხეილ ლომსაძე თავს დაესხა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ახლობლების თქმით, ყოფილი ცოლი პოლიციაში საჩივრის დასაწერად მიდიოდა და შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითხოვდა. იმასაც ამბობენ, ერთხელ უკვე გამოცემული იყო მასზე შემაკავებელი ორდერიო. ფაქტია, ორდერი ვერ იცავს
მსხვერპლს. ვინ იცის, უკვე მერამდენე ქალს იმეტებენ სასიკვდილოდ, შემაკავებელი ორდერის გაცემის მიუხედავად.
მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი თქმით, ყველაფერი წამებში დატრიალდა, მამაკაცი გოგოს მიეპარა და დანა რამდენჯერმე დაარტყა.
“აფთიაქში შევდიოდი, უცებ კივილი რომ ატყდა, ვიღაც ურტყამდა გოგოს, რომელიც ჩაიკეცა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა… თავიდან, მგონი, ნათესავებიც ვერ მიხვდნენ, – ყვიროდნენ გვიშველეთ, დაჭრილიაო! მერე თქვეს, გოგოს დედაც იქ იყოო. იქვე წამოაწვინეს და დავრეკეთ სასწრაფოში, თუმცა ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა, მანამდე გადაიყვანეს ბიჭებმა საავადმყოფოში. ის ბიჭი იქვე დაიჭირეს. სისხლიანი დანა კარგა ხანს ეგდო ძირს, მერე პოლიცია მოვიდა, ის ადგილი ცარცით შემოხაზეს და ელოდებოდნენ კრიმინალისტების მოსვლას. ვინც ახლდა მათ ისინი შოკირებულები იყვნენ, – ქმარმა დაჭრაო. მე პირადად არ დამინახავს დანა როგორ დაარტყა”,- ამბობს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი შემთხვევით შეესწრო, მან არასამუშაო დროს მამაკაცის შეჩერება და განიარაღება შეძლო. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. “ახალგაზრდა ქალს გულ-მკერდის და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები აღენიშნება სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით. დაუყოვნებლივ მოვათავსეთ საოპერაციო ბლოკში,”- განაცხადა ჟურნალისტებთან “ახალი კლინიკის” დირექტორმა კახა ხელაძემ.
ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც დაჭრილი ქალის ნათესავი ამბობს, 28 წლის მამაკაცი ცოლთან განშორების წინააღმდეგი იყო.
“ბოლო რამდენიმე თვეა ემუქრება გოგოს. მუქარის მესიჯებს უგზავნიდა. არა მარტო მას, არამედ – ცოლის დასაც, გოგონებმა საშინელი მესიჯები მაჩვენეს. მერე ვუთხარი, წავიდეთ და საჩივარი დავწეროთ-მეთქი, უკვე ძალიან ზედმეტი მოსდიოდა და წამოვიყვანეთ, რომ საჩივარი დაეწერა. ამის შემდეგ, ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი, ეტყობა აგვედევნა და ეს ჩაიდინა,”- ამბობს დაჭრილი ქალის ნათესავი.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი 7 წელია გათხოვილია და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. მისი თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტები იყო და პოლიციამ ეს იცოდა:


“წელიწადი და 6 თვეა განქორწინებულები არიან, ერთ სამჯერ შეურიგდა, თუმცა ისევ იყო კონფლიქტები, ემუქრებოდა. თამაშობდა, ერთი ლარი რომ ეშოვა, ტოტალიზატორში იჯდა. პოლიციელებმა იცოდნენ ეს ამბავი, აყვანილიც ჰყავდათ აღრიცხვაზე, ამის მერეც დაემუქრა მოკვლით და კიდეც აასრულა”. მისი თქმით, ცოლ-ქმრის კონფლიქტის მიზეზი, სწორედ ბრალდებულის თამაშდამოკიდებულება იყო.
დანაშაულის ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დამნაშავეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია: “ამბობდა, არსად გავიქცევი, აქ ვარო! ის პოლიციის მოსვლამდე შემთხვევით იქ აღმოჩენილ დაცვის პოლიციელს ჰყავდა დაკავებული”.
დაჭრილი გოგონა სოფელ ფლევიდან არის. როგორც სოფლის რწმუნებულმა გვითხრა, ის სკოლის ასაკში გათხოვდა. ხაშურში მუშაობს მისი დედაც და სავარაუდოდ, ქმართან გაშორების შემდეგ დედასთან ცხოვრობდა. ორი დღით ადრე თურმე სალომე ბაკურიანში იყო. ახლობლების თქმით, იქაც მიაკითხა ქმარმა, თუმცა მაშინ ახალგაზრდა ქალი მოძალადეს გადაურჩა…
წყარო: http://geoposts5. ru

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close