საზოგადოება

იმყოფებოდა თუ არა ანუკი არეშიძე იტალიაში ეპიდემიის დროს – კახა კალაძის კომენტარი

loading...
loading...

იმყოფებოდა თუ არა თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე იტალიაში ვირუსის აფეთქების პერიოდში – ამ კითხვით ჟურნალისტებმა თბილისის მერს მიმართეს. კალაძემ კი განაცხადა რომ ანუკი არეშიძემ ქვეყანა ვირუსის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.
„როდესაც ვირუსის აფეთქება მოხდა ჩემი მეუღლე მილანში არ იმყოფებოდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე დატოვა იტალია. ზუსტად არ მახსოვს, მემგონი 21 თებერვალი იყო, თუმცა ეს იყო მანამდე, სანამ ვირუსის აფეთქება მოხდებოდა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი „პრაიმტაიმთან“ ანუკი არეშიძემაც გააკეთა: 


„მე თებერვლის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი მილანში. მაშინ იქ არანაირი ეპიდემია არ იყო. რეკომენდაციით განსაზღვრული ყველა ვადა გასულია მას შემდეგ, რაც ჩამოვედი. ვარ სრულიად ჯანმრთელი, ვზრდი და ვუვლი ჩემს ოთხ შვილს. გმადლობთ, რომ დაინტერესდით“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ანუკი არეშიძემ. 

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close