სიახლეები

“იტალიაში რთულდება სიტუაცია, ხუმრობის დრო აღარ არის…” – რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე განცხადებას ავრცელებს

loading...
loading...

რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სიტუაციას პასუხისმგებლობით, მაგრამ პანიკის გარეშე მოეკიდოს. სასულიერო პირი ამბობს, რომ გააუქმა ყველა მგზავრობა და რჩება იტალიაში.
“იტალიაში რთულდება სიტუაცია, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი, აქვე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა! ხუმრობის დრო აღარ არის და მშვიდად, ყოველგვარი შფოთის გარეშე გავერთიანდეთ ყველანაირად და კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან! მე თავად ყველა გამგზავრება გავაუქმე და მეუფის

კურთხევით ვრჩები თქვენთან ერთად! გთხოვთ ვილოცოთ და ჩვენი ლოცვით შევეწიოთ ჩვენს სამშობლოს და განსაცდელში მყოფ იტალიას! უფალი მეფობს! და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება”, – წერს მამა იოანე.
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით იტალიაში 9,172 ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 463 ადამიანი, განიკურნა – 724.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close