სიახლეები

”მესამეული გადაცემა დაფიქსირდა, ეს უკვე ქვეყნის შიდა გავრცელებას ნიშნავს” – ამირან გამყრელიძე

loading...
loading...

საქართველოში კორონავირუსის გადაცემის მესამეული ფაქტი დფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევები უკავშირდება იტალიას, პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
„ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას. აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო უკვე გვაქვს, შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ.

მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მესამეული და მეოთხეული გადაცემის შემთხვევაში საუბარი უკვე ქვეყნის შიდა გადაცემაზეა.
აქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close