სიახლეები

“ეს ის მედიკამენტია, რომლითაც საქართველოში კორონავირუსს მკურნალობენ…” – თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტები დაასახელა

loading...
loading...

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმ მედიკამენტებზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ცალკეული კვლევის დონეზე, ექსპერტებში შექმნილია შეხედულება, რომ ზოგიერთი პრეპარატი ეფექტურია, ზოგიერთი – ნაკლებად.
„ოფიციალური ინსტანციების მიერ ეს ჯერ არ არის დადასტურებული. რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული საუკეთესო მედიკამენტი გამოივიყენოთ. მაგალითად, შიდსის სამკურნალო მედიკამენტი – ლოპინავი-რიტონავინი, მეორე – რიბავინი, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. მესამე – ხლოროხინი, დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.


რეკომენდებულ მედიკამენტთა შორის მან რენდესევინი გამოყო, რომელიც სპეციალურად ებოლას სამკურნალოდ არის შექმნილი, თუმცა ამ დაავადებაზე არ იმუშავა და ახლა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იქნება.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე მოსახლეობას მიმართა, რომ პროფილაქტიკის მიზნით ეს მედიკამენტები არ გამოიყენონ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close