საინტერესო

ძილის ვირუსი – საიდუმლო, რომელიც მეცნიერებამ ვერ ამოხსნა (ფოტოები)

Loading...

ლეთარგიული ენცეფალიტი, ანუ ძილის ავადმყოფობა წინა საუკუნის ერთ-ერთი ამოუცნობი დაავადება გახლავთ, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა, ძირითადად – 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდები…
უცნაური დაავადება ადამიანებს „ცოცხალ ძეგლებად“ აქცევდა – მათ არ შეეძლოთ სიარული, ლაპარაკი და ჭამა. ლეთარგიული ენცეფალიტის მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან რთული იყო, ამიტომ საიდუმლო სენმა 50 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.
ეპიდემია 1914-15 წლებში, პარიზში დაიწყო, როცა ჯარისკაცებმა მასობრივად დაიწყეს ექიმებთან მისვლა. ყველა შემთხვევაში, სიმპტომი ერთნაირი იყო: თავის ტკივილი, სისუსტე და ძილიანობა.
პირველი სიმპტომების შემდეგ პაციენტები ხანგრძლივ და ღრმა ძილში ეფლობოდნენ, საიდანაც გაღვიძება ყველას აღარ ეწერა. იღბლიანები, რომლებმაც გაღვიძება მოახერხეს, მეხსიერების დაკარგვასა და გონების დაბინდვას უჩიოდნენ.
დაავადება მეტ-ნაკლებად კარგად შეისწავლა ავსტრიელმა ნევროლოგმა კონსტანტინე ფონ ეკონომომ.
ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ლეთარგიული ენცეფალიტის კვლევას მიუძღვნა, თუმცა კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდა. ადამიანები ისევ იღუპებოდნენ. ისინი, ძირითადად, 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ.
დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ გაცივებას ან გრიპს, ამიტომ ლეთარგიული ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენა რთული იყო. როცა ექიმები ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, ტვინი უკვე დაზიანებული იყო.
იშვიათ შემთხვევებში ექიმები ახერხებდნენ დადგენას, რომ ლეთარგიული ენცეფალიტით დაავადებულ ადამიანებს ყელის ტკივილი აწუხებდათ. კვლევების პროცესში, პაციენტებს სტრეპტოკოკის ბაქტერიაც აღმოაჩნდათ. ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ის იყო ორგანიზმის იშვიათი, სპეციფიკური რეაქციის გამომწვევი, რაც ტვინის დაზიანებით სრულდებოდა.
ძილის ავადმყოფობის ეპიდემია 1940 წელს დასრულდა. თანამედროვე მსოფლიოში ლეთარგიული ენცეფალიტის შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაავადებას იწვევდა ვირუსი, რომელიც ამჟამად განადგურებულია.

Loading...
დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close