სიახლეები

კორონა ვირუსით მომაკვდავი პაციენტების უკანასკნელი სურვილები – რას ითხოვენ სიცოცხლის ბოლო წუთებში ისინი

loading...
loading...

მომაკვდინებელმა ვირუსმა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეაღწია და სერიოზულ საფრთხედ იქცა. ადამიანები ახლობლებს ისე კარგავენ, რომ მათთან გამომშვიდობებასაც ვერ ახერხებენ.
იტალია ვირუსის ახალ კერად იქცა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 23 ათასს გადააჭარბა, მსხვერპლი კი 2 ათასზე მეტია. ყველაზე მოწყვლად კატეგორიად ხანდაზმულები ითვლებიან. ექიმი კორტელარო, მილანის „სან-კარლო ბორომეოს“ საავადმყოფოდან გულახდილად ყვება, რას აწყდება სამსახურში ყოფნისას. მის შესახებ Daily Mercury წერს.
ექიმის თქმით, პაციენტებს ბოლომდე უნარჩუნდებათ გონება, გრძნობენ სიკვდილის მოახლოებას, რის წინაშეც ყველა უძლურია. ბოლო რამ, რასაც ისინი ითხოვენ, ახლობლებთან გამომშვიდობებაა. თუმცა, მათ პალატაში ვერავინ დაიშვება, მოხუცებს კი, უმეტეს შემთხვევაში, მობილური ტელეფონი თან არ აქვთ.
„იცით რა არის ყველაზე რთული? ხედავდე მარტოობაში მომაკვდავ პაციენტს, რომელიც შვილებთან და შვილიშვილებთან გამომშვიდობებას ითხოვს. ისინი გრძნობენ, როცა სიკვდილის ზღურბლზე არიან. ისინი საღ გონებაზე არიან. არ აქვთ ნარკოლეპსია. ისინი თითქოს იძირებიან და ამას თანდათან აცნობიერებენ“
– ფრანჩესკა კორტელარო, ექიმი.


ექიმი კორტელარო იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა გადაწყდება, თუ მათთვის რამდენიმე პლანშეტს გამოყოფენ. მანამდე კი ის მთელი ძალით ცდილობს დაეხმაროს პაციენტებს, არ დატოვონ ეს სამყარო ახლობლების უნახავად.
„ავიღე ჩემი ტელეფონი და ვიდეოზარით დავურეკე მის შვილიშვილს. ისინი ერთმანეთს გამოეემშვიდობნენ. მალე ქალი გარდაიცვალა. ახლა მე უკვე საკმაოდ გრძელი სია მაქვს ასეთი ვიდეოზარების. იმედი მაქვს, გამოგვიყოფენ 3-4 ცალ აიპადს იმისათვის, რომ ადამიანები მარტოობაში არ გარდაიცვალნონ“
– ფრანჩესკა კორტელარო, ექიმი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close