სიახლეები

“არა თვითიზოლაციას, არა პანიკას და არა ხალხის სახლებში გამომწყვდევას!..” – მარიამ კუკუნაშვილი მიმართვას ავრცელებს

loading...
loading...

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ჯერ დავიწყოთ იმითი, რომ კორონავირუსი ისეთივე ძველია, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსი. ვირუსების თავისებურება კი ისაა, გამუდმებით განიცდიან მუტაციას და არც ესაა ახალი ამბავი. ინფლუენცა ვირუსით ყოველწელს ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება და საჰაერო სივრცესა და საზღვრებს არავინ კეტავს იმის გამო, არიქა მსხვერპლი 50% მაინც შევამციროთო.. რა გამოდის, რომ დიდ პოლიტიკურ ავანტურასთან გვაქვს საქმე… აგერ 20 დღეა ისე დავფრინავ პირბადეც არ გამიკეთებია სახეზე რადგან ის რასაც ისრაელისა თუ ჩინეთის ექიმები ნელ ნელა ,, აღმოაჩენენ,, თუ გამოაჩენენ, დასაწყისიდანვე ვიცი…
ეხლა კი საინტერესოა, რომელი კანონის საფუძველზე ართმევენ ადამიანს კონსტიტუციით მინიჭებულ გადაადგილების უფლებას?

რატომ უნდა ვიჯდე მე ხვალიდან 2 კვირა სახლში და რატომ უნდა მომიწიოს იმის მტკიცება, რომ არანაირი ვირუსი არ მაქვს? კეთილი ინებოს სახელმწიფომ და მისცენ კერძო კლინიკებს COVID 19 PCR ტესტის ჩატარების უფლება ან თავად ჩაუტარონ ჩემნაირ დაზარალებულებს ტესტი. მე ვაპროტესტებ თვითიზოლაციას და უდანაშაულობის პრეზუმფცია კი იმაში მდგომარეობს, რომ თავად უნდა დამიმტკიცოს სახელმწიფომ რომ მე ვარ პოტენციურად ვირუსის გამავრცელებელი..და თუ ამის დამტკიცების უნარი ,, გონივრული ეჭვის,, ფარგლებს ვერ გასცდება, წავიდნენ სასამართლოში და იქ მიტარონ PCR ტესტები…
არა თვითიზოლაციას, არა პანიკას, არა ისტერიას და არა ხალხის სახლებში გამომწყვდევას!!!”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close