სიახლეები

Გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

loading...
loading...

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11ნიმუშიდან 2 დადებითი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ქალია, რომლიც 20 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს, მეორე კი იუნკერი, რომელიც საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა, ჰოსპიტალში კი ორი დღის შემდეგ, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. პაციენტების ასაკი 20-25 წლამდეა და ორივეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
„იუნკერს დაბალი ტემპერატურული რეაქცია აქვს და სუსტად აქვს სიმპტომატიკა გამოხატული ,,ხოლო ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ცხელება.ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.ორივე შემთხვევაში სოციალური დისტანცია დაცულია,მათ შეხება არავისთან ჰქონდათ.მკურნალობა წარიმართება კლინიკურ საბჭოსთან კოორდინაციაში”, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
​გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დღეისთვის 59 პირი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო მოსამსახურეა და 2უცხო ქვეყნის მოქალაქე.


საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close