სიახლეები

“კორონა ვირუსი საქართველოში 20 აპრილისთვის აღარ იარსებებს… მსოფლიოს ახალი სატკივარი გაუჩნდება 20 აპრილის შემდეგ…” – ცნობილი ასტროლოგი განცხადებას ავრცელებს

Loading...

ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, უნდა ითქვას, რომ საქართველოს კრიტიკული მდგომარეობა გადავლილი აქვს. მეტიც, ვითარების დასტაბილურება 15 აპრილამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ „რეზონანსს” ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ესაუბრა. მისივე თქმით, მსოფლიო დღის წესრიგი თავის კალაპოტს დაახლოებით სამ კვირაში დაუბრუნდება და მთავარი საზრუნავი ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება გახდება.
„ასტროლოგიურად საქართველომ გაიარა ის პერიოდი, როდესაც მოსალოდნელი იყო ეპიდემია. ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას იმ დონეზე, რომ ისეთი ეპიდემია, როგორიც იტალიაშია, გამორიცხულია. სიტუაცია სწრაფად არა, მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით 15 აპრილამდე დალაგდება. რაც შეეხება იტალიას, ძალიან რთული პერიოდი ექნება 20 აპრილამდე.
„(მარნეულში) გამოავლენენ ფაქტებს, არც ისე ბევრი არ აღმოჩნდება.

Loading...

გამოავლენენ რამდენიმე კონტაქტს, თუმცა, ადამიანების კრიტიკული რაოდენობა არ იქნება. ხელისუფლება ოპერატიულად ჩაერია. ამ კონტაქტებს შორისაც ყველა არ იქნება დაინფიცირებული. პანიკა, რომ ახლა მოედება მთელ მარნეულს, შემდეგ ბოლნისს და ა.შ. გამორიცხულია.
„მსოფლიო გადავა სხვა რეჟიმში, – ამ ვირუსისაგან მიყენებული ეკონომიკური ზარალიდან გამოსვლის ძიების რეჟიმში. ვირუსთან დაკავშირებით არსებული პანიკა დამთავრდება 20 აპრილს.
“შემდეგ მსოფლიოს მთავარი სატკივარი გახდება, როგორ გამოვიდნენ შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან და ეს გაგრძელდება თითქმის მთელი თვის განმავლობაში,” – აღნიშნა „რეზონანსთან” ასტროლოგმა.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close