სიახლეები

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც კორონა ვირუსით გარდაიცვალა და კრემაცია ჩაუტარეს

Loading...

ბარსელონაში, კორონავირუსით გარდაცვლილი 73 წლის სერგო მელაძის ცხედარს, დღეს კრემაცია ჩაუტარდა.
გარდაცვლილი მამაკაცი წლების განმავლობაში ახალციხის რაიონულ თეატრში მსახიობად და ადმინისტრატორად მუშაობდა. მას წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული.
„ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო, უნიჭიერესი, საოცარი პიროვნება. 22 წელი იმუშავა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ადმინისტრატორის თანამდებობაზე“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

Loading...


სერგომ ბოლო 15 წელი ბარსელონაში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად გაატარა. 73 წლის მამაკაცი სამშობლოში უკანასკნელად სკოლის დამთავრების ბანკეტზე, გასული წლის 25 ივნისს ჩამოვიდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კლასელების შეკრების ინიციატორი თავად სერგო მელაძე იყო. კლასელების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება სერგო მელაძის მეუღლე და მისი შვილები.
73 წლის სერგო მელაძე ბარსელონაში COVID 19-ით 22 მარტს გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close