სიახლეები

“მოერიდეთ ხალხს, რომლებსაც თვალები აქვს ჩაწითლებული, ის შესაძლოა ვირუსით იყოს ინფიცირებული” – ცნობილი ამერიკელი ექიმი ახალი კორონა ვირუსის სიმპტომებზე საუბრობს და ხალხს აფრთხილებს

Loading...

ჩელსი ერნესტი, რომელიც კირკლენდში (ვირუსის აფეთქების ეპიცენტრი, ვაშინგტონის შტატი) Life Care ცენტრში COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობს, ამბობს, რომ თვალის მოწითალო შეფერილობა, შესაძლოა, კორონავირუსის ამოსაცნობი ნიშანი იყოს. ამის შესახებ Dailymail წერს.
როგორც მან CNN-ს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობას ე.წ. წითელი თვალი აღენიშნებოდათ.
„ეს არის ის ნიშანი, რომელსაც ყველა პაციენტში ვხედავ. მათი თვალები ისე გამოიყურება, როგორც ალერგიის დროს. მათ თვალებს გარედან თითქოს მოწითალო ჩრდილი აქვს“, – ამბობს ჩელსი.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კორონავირუსის სიმპტომთა სიაში მოწითალო ფერის თვალი ან თვალის ნებისმიერი პრობლემა ნახსენები არ არის.
კორონავირუსის სიმპტომებს შორისაა: სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება. გულმკერდის შებოჭილობა და ტუჩების მოლურჯო შეფერილობა კი კრიტიკული მდგომარეობის გამომხატველი სიმპტომებია.
თუმცა, ამერიკის ოფთამოლოგიის ცენტრმა კვირას მოხსენება გააგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ვირუსმა, შესაძლოა, კონიუქტივი, ანუ, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება გამოიწვიოს.

Loading...


ერნესტის თქმით, ხშირად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სხვა სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მათ მხოლოდ ე.წ. წითელი თვალი ჰქონდათ. ბევრი მათგანი სწორედ ამ ერთი სიმპტომის შედეგად გარდაიცვალა.
„ჩვენ გვყავდა პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ ე.წ. წითელი თვალის სიმპტომი აღენიშნებოდათ. ბევრი მათგანი სწორედ ასე გარდაიცვალა“,- უთხრა ერნესტმა CNN-ს.
სიეტლის გარეთ მდებარე Life Care ცენტრი იმ ადგილებს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ყველაზე მძიმე დარტყმა მიადგათ.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close