სიახლეები

“მე უმცროსი ექიმი ვარ და მე დღეს მაიძულეს სამსახურიდან წამოსვლა მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვები გამიჩნდა… წამოვედი არა იმიტომ, რომ შემეშინდა პანდემიის…” – ქართველი ექიმი განცხადებას ავრცელებს

Loading...

ალადაშვილის კლინიკის უმცროსი ექიმი, მარიამ კაზაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მე უმცროსი ექიმი ვარ და მე დღეს მაიძულეს სამსახურიდან წამოსვლა მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვები გამიჩნდა. კითხვა მარტივი და ავთენტური იყო: მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ დადგენილება N520 -ის ამოქმედების შემდეგ, ჩემი შრომა ( უმცროსი ექიმის) შეფასდა უფრო ნაკლებად, ვიდრე ექთნების. რატომ შეაფასეს უმცროსი ექიმის შრომა ექთნის შრომაზე ნაკლებად, როცა უმცროს ექიმს აქვს უფრო მეტი პასუხიმგებლობა და მას თხოვენ უფრო მეტ კვალიფიკაციას?
წამოვედი არა იმიტომ, რომ შემეშინდა პანდემიის , გამოწვეული COVID-19-ით (კორონავირუსების ახალი შტამით) არა იმიტომ, რომ დავიღალე მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ ღამეების თენებით და მძიმე შრომით; არა იმიტომ, რომ ვერ ვიაზრებ ამ სიტუაციაში რამდენად გაჭირდება ახალი სამსახურის მოძებნა, არამედ იმიტომ რომ, ჩემგან ითხოვდნენ მონურ მორჩილებას. მათ არ სჭირდებათ კადრები, რომლთაც საკუთარი აზრი გააჩნიათ, რომლებმაც იციან საკუთარი და პაციენტის უფლებები და ცდილობენ ისე იმუშაონ რომ არც ერთი მათგანის უფლება შეილახოს,
მე დღეს სამსახურიდან წამოვედი იმიტომ, რომ ჩემთვის მოწოდებული პირბადე, ხელთათმანები და ხალათი აღიქმება მაღალზნეობრივ ქცევად ადმინისტრაციის მხრიდან და არა უშუალო მოვალებად .
მე დღეს სამსახურიდან წამოვედი იმიტომ , რომ მინდა ჩამოვყალიბდე ექიმად და არა მონად .
ერთმა ადამიანმა მითხრა რამდენიმე თვის წინ, თუ მონობას ვერ ეგუები, მაშინ პროფესია შეიცვალეო. მაშინ არაფერი მიპასუხია ხმამაღლა , მაგრამ ახლა ვუპასუხებ იმას, რაც ვიფიქრე: მე ჯერ არ შემიწყვეტია ადამიანის სიყვარული, ჯერ არ დავღლილვარ ავადობის დამარცხებით და ჯანმრთელობისთვის ბრძოლით და სანამ ეს ასეა, მანამდე არ ვაპირებ პროფესიის შეცვლას . ექიმად ჩამოყალიბებისთვის ბრძოლას მაშინ შევწყვეტ, როცა აღარ მეყვარება ადამიანი. როცა აღარ მომინდება ვიბრძოლო მისი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.
ხოდა ვეძებ სამსახურს უმცროსი ექიმის პოზიციაზე ისეთ კლინიკაში სადაც უმცროს ექიმებს ზრდიან ექიმებად და არა მონებად. სადაც პატივს ცემენ და იცავენ დასაქმებულებს და მათ უფლებებს, სადაც ადამიანებს აქვთ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული შრომითი პირობები.
წინამდებარე დრამა კი გათამაშდა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ემერჯენსისა და რეანიმაციის განყოფილებაში.”

Loading...
დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close