სიახლეები

სოფელ გურჯაანში, მამაკაცმა ჩვილი მოკლა, შემდეგ კი ბავშვის დედა სასიკვდილოდ დაჭრა!

loading...
loading...

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. მოკლულია 3 თვის ჩვილი, ხოლო ბავშვის დედა დაჭრილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაული სავარაუდოდ ბავშვის მამამ ჩაიდინა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერიდან იყო ჩასული და სტუმრად ნათესავთან იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება მეუღლესთან მოუხდა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა.


დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close