სიახლეები

“პიკი მალე იქნება და ინფიცირებულების რაოდენობა 6 000-მდე გაიზრდება, თუ სოციალურ დისტანციას არ დავიცავთ” – საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევის შედეგი საქართველოზე

loading...
loading...

სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა 6 ათასამდე იქნება. ამის შესახებ „საერთაშორისო ფონდი კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
მასში მიმოხილულია როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს მაგალითები. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეფექტურ მუშაობასა და ქვეყნის მომავალ პროგნოზებზე.
კვლევაში ერთ-ერთი მოდელის (COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics) გამოყენებით მოცემულია მაგალითები, რა შედეგი შეიძლება დადგეს ქვეყანაში და რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ვირუსის გავრცელების პიკს.
კვლევის მიხედვით, სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 6 ათასამდე იქნება.  თუ კონტაქტები 10%-ით შემცირდება, ეპიდემიის პიკი ივნისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, რაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს 4174-მდე შეამცირებს.


რაც შეეხება კონტაქტის 20%-ით შემცირებას. ასეთ დროს ეპიდემიის პიკი მე-17 კვირას, ანუ ივლისის დასაწყისში იქნება, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 2 600 მდე დაიკლებს.
ხოლო კონტაქტების 30%-ით შემცირების დრო ეპიდემიის პიკს აგვისტოში უნდა ველოდოთ. მაჩვენებელი კი 1 418-მდე დაიკლებს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close