სიახლეები

“მეორედ მოსვლის წინ დედამიწაზე გაჩნდება სრულიად უცნობი ვირუსი, რომლის ამოხსნაც კაცობრიობას გაუჭირდება…” – მამა დავით ქვლივიძე

loading...
loading...

იანვარში ლიბერასტების ბრბომ სარკასტულად იქილიკა საქართველოს პატრიარქზე, რომელმაც ქადაგებისას თქვა, რომ შესაძლოა, მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღეღა დარჩა… ბრბო მხოლოდ ბრბოს ინსტიქტებით მოქმედებს. გავიდა სულ ორიოდე თვე და კორონავირუსითა და მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებული იგივე ბრბო ტუალეტის ქაღალდის რიგში ჩადგა! ახლახან კი, უცხოურმა საინფორმაციო საშუალებებმა გამოაცხადეს, რომ საქართველოს საზღვრებს მილიარდობით კალია უახლოვდება, რომლებმაც უკვე იავარქმნეს ცენტრალური აფრიკა! დაიწყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი, პროდუქტები ძვირდება… და მაინც, დაიწყო თუ არა მეორედ მოსვლის, ანუ აპოკალიფსის პროცესი დედამიწაზე? უკვე ელოდება თუ არა გამეფების მომენტს ანტიქრისტე, რომელმაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველა ზნეობრივ და მართლმორწმუნე ადამიანს დაუნდობელი ომი უნდა გამოუცხადოს? ვესაუბრებით ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ქვლივიძეს: – ბოლო ჟამის შესახებ ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა და იმდროინდელ საზოგადოებას სინანულისკენ მოუწოდებდა. თვით ქრისტე და მისი ჯვარცმის შემდეგ, ქრისტეს მოციქულებიც ბოლო ჟამის შესახებ ქადაგებდნენ. ბოლო ჟამის მოლოდინი გახლავთ ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრების წესი. ჩვენ თუ ცოდვებში ჩავეფლობით, თუ ანტიქრისტიანული წესებით ვიცხოვრებთ და გარყვნილებას მივეძალებით, ბოლო ჟამის დადგომა დაჩქარდება. ხოლო თუ ჩადენილი ცოდვების გამო სინანულში ვიცხოვრებთ და საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, ღმერთი გადადებს ბოლო ჟამის მოვლენებს, როგორც ეს მოხდა ქალაქ ნინევიის სასჯელთან დაკავშირებით. წმიდა წერილში მოთხრობილია, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, ცოდვებში ჩაძირვის გამო დაესაჯა ნინევიელები, ზუსტად იმგვარად, როგორც გარყვნილების გამო დასაჯა სოდომის და გომორის მოსახლეობა. მაგრამ, ნინევიელებმა ისმინეს იონა წინასწარმეტყველის შეგონება, რომელიც ქადაგებდა, რომ განაჩენი უფლის მიერ უკვე გამოტანილი იყო ზეცაში.  გაიაზრეს განსაცდელი, შეინანეს თავიანთი ცოდვები, მეფემ და მთელმა ქალაქმა იწყეს მარხვა და ლოცვა, საქონელიც კი ამარხულეს… გლოვით ევედრებოდნენ უფალს პატიებას და გამოსწორდნენ… ამის გამო მათ ეპატიათ, რის შედეგადაც, ნინევიამ ამის მერე კიდევ 20 საუკუნე იარსება და ჩვენი წელთაღრიცხვის შუა საუკუნეებამდე მოაღწია! – ანუ, „ბოლო ჟამის“ ცნება არ არის კონკრეტული? დრო ფარდობითია? –  ბოლო ჟამი გახლავთ კაცობრიობის სულიერად დაავადების, ანუ, ჰიპოსტასიის პერიოდი.  მოგეხსენებათ, ყველა ავადმყოფობას თავისი სტადიები გააჩნია. ადამიანის ორგანიზმი კი ინდივიდუალურია და შესაძლოა, რომელიმე სტადია გაგრძელდეს, ან, პირიქით – სწრაფად ჩაიაროს. კაცობრიობაც, უფლის წინაშე ერთიან ორგანიზმად აღიქმება. თუ კაცობრიობა სწორად მოიქცევა, უფლის დადგენილ წესებს და ნორმებს დაემორჩილება, მისი სენი დამუხრუჭდება, სენის შედეგი გაჭიანურდება და დროში გადაიწევს. ხოლო უფლის და ზნეობრივი ნორმების მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სენის სავალალო შედეგიც, განსაზღვრულ დროზე ადრე დადგება! – როდესაც პატრიარქმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე რჩებაო – ეს მოვლენები იგულისხმა, რაც ჩვენს პლანეტაზე მოულოდნელად განვითარდა? – პატრიარქმა იანვარში მხოლოდ გაიმეორა ის, რასაც ქრისტე და მისი მოციქულები იძახდნენ, ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა, მისი წინასწარმეტყველება ძალიან მალე ახდა. ჩვენი პატრიარქი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული, სხვა პატრიარქებს შორის და შესაძლოა, უფალმა მართლაც, წინასწარ ათქმევინა. იმ პერიოდში, კორონავირუსს ჯერ არავინ აღიქვამდა გლობალურ საფრთხედ. პატრიარქის ქადაგება ურწმუნოებმა გააქილიკეს, მაგრამ, ორიოდე თვეში ისინი პანიკამ მოიცვა, ვინაიდან გლობალურმა განსაცდელმა დედამიწა შეძრა, საფრთხე განურჩევლად ყველას შეეხო. შესაძლოა, ამ ურწმუნოთა დიდი ნაწილი ჯერაც ვერ აცნობიერებს, რომ ეს განსაცდელი მათი ცოდვების შედეგია, მაგრამ იმას კი ხვდებიან, რომ სასაცილოდ აღარ აქვთ საქმე.  აფორიაქებულები ცდილობენ სიცოცხლის გადარჩენას, იმარაგებენ პროდუქტებს და განუსაზღვრელი რაოდენობით იძენენ პირველადი მოხმარების საგნებს, თუმცა,  ვერ ხვდებიან, რომ  ღვთის სასჯელის არიდება შეუძლებელია. – გარყვნილ და  ურწმუნო ცხოვრებას კვლავ აგრძელებენ და მიამიტურად სჯერათ, რომ ყველაფერი მარტივად გადაივლის… – სინამდვილეში, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება. მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველებაში დაწერილია, რომ მეორედ მოსვლის წინ დედამიწაზე გაჩნდება მანამდე კაცობრიობისთვის სრულიად უცნობი ისეთი დაავადებები, რომ სნეულები სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. რაც შეეხება კალიების და ფაროსანების   შემოსევას – თვით წმიდა წერილი მოგვითხრობს, რომ მსგავსი მოვლენა არაერთხელ მომხდარა და  უზნეობაში ჩავარდნილი საზოგადოება ღმერთს შიმშილის განსაცდელით შემოუბრუნებია თავისკენ. ქრისტე ამბობს, რომ ბოლო ჟამს აღდგება ერი – ერის წინააღმდეგ, იქნება ომები და უამრავი გაჭირვება, თუმცა ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილთა მხოლოდ დასაწყისია. თვითონ მშობიარობის ტკივილები კი, შეუდარებლად გაუსაძლისი იქნება.  სიცოცხლის სიყვარულმა თუ ადამიანები საცხოვრებელ ბინებში გამოკეტა იმ მიზნით, რომ სენი არ გადაედოთ… ეს დალოცვილები რატომ ვერ ხვდებიან იმდენს, რომ ასეთი განსაცდელი არ დაუდგებათ, თუ ზნეობრივად და უფლის ცნებების დაცვით იცხოვრებენ?! ცოდვებს თუ მოინანიებენ, აღსარებებს ჩააბარებენ და ეზიარებიან, ეს განსაცდელი საერთოდაც, შორეულ მომავალში გადაიწევს! – ვირუსი ჩინეთის იმ პროვინციიდან გავრცელდა, სადაც ადამიანები ყველა სულიერს – გველებს, ძაღლებს, კატებს, ვირთხებს, ღამურებსაც კი ჭამენ. იქნებ, განსაცდელი არასწორად კვებამ გამოიწვია? უფალი არ კრძალავს ასეთ საკვებს? – ძველ აღთქმაში ებრაელებს მაგალითად, ღორის ხორცის მირთმევა ეკრძალებოდათ. ქრისტეს მოვლინების შემდეგ, არცერთი საკვები ცოდვად აღარ ითვლება, მაგრამ არსებობს  ეთიკური ნორმები, რომელიც ადამიანს განურჩევლად ყველაფრის, მაგალითად, ვირთხის ჭამისგან თავის შეკავებას აიძულებს. საკვების ბრალია თუ სხვა მიზეზის, ერთი რამ ფაქტია – ღმერთმა დაუშვა, რომ კორონავირუსი გავრცელებულიყო. ისიც ფაქტია, რომ კაცობრიობის დიდი ნაწილი ღმერთს აუჯანყდა. ნახეთ, რა დღეშია ღმერთთან მებრძოლი დედამიწა! ღმერთი ამბობს, რომ გარყვნილება და მამათმავლობა წარღვნის, სოდომის და გომორას გადაწვის მიზეზია და დიდი ალბათობით, მეორედ მოსვლის მთავარი მიზეზიც ეს იქნება, მაგრამ კაცობრიობა ამ გარყვნილებას არ ებრძვის, პირიქით, კიდეც მფარველობს ცისარტყელას დროშებიან მამათმავლებს! მოგეხსენებათ, გარყვნილების გამო ღმერთმა დედამიწის მკვიდრნი წარღვნით დასაჯა, შემდეგ, სინანულში მყოფი გადარჩენილები შეიწყალა და წარღვნის დასრულების ნიშნად, ცისარტყელა გამოაჩინა. ანუ, ცისარტყელა არის მონანულ კაცობრიობასთან ღმერთის შერიგების სიმბოლო, თუმცა თანამედროვე მამათმავლებმა  ეს სიმბოლო საკუთარ დროშად აქციეს, გარყვნილების მორევში ჩაფლულები აფრიალებენ და შეურაცხყოფენ ღმერთს და ყველა მორწმუნეს, იმის მაგივრად, შეინანონ, რათა მეორედ მოსვლა გადავადდეს. – გადავადებას იქნებ ჯობს, მოვიდეს მაცხოვარი და, ბოლოსდაბოლოს, თავისი წესრიგი დაამყაროს? – მეორედ მოსვლით ყველაფერი დასრულდება. დაწყებით კი, ასე დაიწყო: ღმერთმა შექმნა ცა და მიწა; ანგელოზები, შემდეგ – ხილული სამყარო. აპოკლიფსში დასასრული ასე არის აღწერილი – მზე და მთვარე ჩაქრება, ვარსკვლავები ჩამოცვივდებინ, მთელი დედამიწა გადაიბუგება და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა! გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ღვთის ერთგულება დაამტკიცა და ანგელოზების გვერდით დაიკავებებ ადგილს, ზეციდან გადმოყრილი განდგომილი ანგელოზების სანაცვლოდ. ანუ, როგორც დაიწყო, იმავე თანმიმდევრობით დასრულდება და აღარ იქნება მატერიალური სამყარო. ყველაფერს ქრისტეს მეორედ მოსვლა დააგვირგვინებს. დიახ, მეორედ მოსვლა აუცილებლად მოხდება, მაგრამ მანამდე დედამიწაზე იქნება ანტიქრისტეს მმართველობის საზარელი 7 წელი. აქედან, პირველ ნახევარში ძალაუფლებას მოიძლიერებს, ხოლო ბოლო სამწელიწადნახევარში მთელ დედამიწას ერთ დიდ სახელმწიფოდ გააერთიანებს, თავს მესიად გამოაცხადებს და გახდება მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და სულიერი ლიდერი. მიზნად ექნება, რომ რაც ზეცაში აჯანყებულმა ანგელოზმა ვერ შეძლო, ის გააკეთოს მიწაზე და კაცობრიობამ ღმერთად აღიაროს. ამას მართლაც მიაღწევს – კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მას დაემონება და თაყვანს სცემს,

როგორც მესიასა და მხსნელს, მაგრამ სწორედ ასეთი ქმედებით სინამდვილეში, ჭეშმარიტ ღმერთს განუდგება! – თუ ყველაფერი გადაიბუგება, რჩეული ადამიანები როგორღა გადარჩებიან? – პავლე მოციქული პირდაპირ წერს, რომ მკვდრები გაცოცხლდებიან. ადამიანი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, უფლის გადაწყვეტილებით, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მიდის ან ჯოჯოხეთში, ან სასუფეველში. მეორედ მოსვლის დროს ყველა მიცვალებული მეყვსეულად ხორციელად აღდგება, ოღონდ, ჯოჯოხეთში მყოფები ეშმაკს დაემსგავსებიან, სამოთხის ბინადრები – ქრისტეს. თანაც, არა ისეთი, ხრწნადი ხორცით აღდგებიან, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია… არამედ, ისეთით, როგორითაც ქრისტე აღდგა. ქრისტეს კი, აღდგომის შემდეგ დახურულ კარებში შესვლა შეეძლო. ადამიანი ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ ზეციდან გამოძევებული ღვთის ურჩი ანგელოზების ადგილი შეევსო. მეორედ მოსვლის შემდეგ ისინი, ვინც ეშმაკის საქმეს აკეთებდნენ – წავლენ სამუდამო სატანჯველში; ხოლო ვინც ღვთის დადგენილი ზნეობით ცხოვრობდა – საუკუნო ნეტარებაში დამკვიდრდებიან. ასე დასრულდება დედამიწის არსებობა. როცა ადამიანი ავადაა, მას ექიმი წამლის დოზას უნიშნავს. თუ არ შველის, შემდეგ დოზას უმატებს. უფალი ადამიანების მკურნალია, ხოლო წამალი – განსაცდელია. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ განსაცდელის გარკვეული დოზით ადამიანები გონს არ მოეგებით, სინანული არ დაგვეუფლება და ღვთივსათნო ცხოვრებას არ დავიწყებთ, „დოზა,“  ანუ განსაცდელთა რაოდენობა და სიმძლავრე – თანდათან იზრდება! ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: „ასავალ-დასავალი“

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close