სიახლეები

“ცოტახნის წინ მოხუცი დაინფიცირდა, რომელიც გარეთ საერთოდ არ გადიოდა… ხალხის ნახევარი კიდევ ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე.” – პაატა იმნაძის განცხადება

loading...
loading...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში COVID-19 აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც სახლიდან არ გადიოდა.
„ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე, დღეს, 3 აპრილს.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების ინტენსიური კვლევა:
„ესენია, ეგრეთ წოდებული ბანკის საცავის კლასტერების გაგრძელება, კონტაქტების მოძიების შედეგად დადგენილი კიდევ ერთი შემთხვევა ასევე დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


მისი თქმით, აუცილებელია მთელ ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები:
„ისევ და ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს,“ – ამბობს იმნაძე.
პაატა იმნაძე, ასევე, აცხადებს, რომ 37 გრადუსი არ არის ტემპერატურა, რის გამოც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. მისი თქმით, 112-ს ექიმთან კონსულტაციის მიზნით იმ პირებმა უნდა მიმართონ, რომელთა ტემპერატურა 37,5 ან მეტია:
„არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. 37,5 და მეტი არის, როდესაც კონსულტაცია უნდა მიიღოს ადამიანმა. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყოს საეჭვო შემთხვევა,“ – ამბობს პაატა იმნაძე.
წყარო: http://axlebi. club/ცოტახნის-წინ-მოხუცი-დაინ/

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close