სიახლეები

როგორი გახარებული და ამაყია…ვებრძვით ვირუსს მთელი შემართებით…მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

loading...
loading...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას 3 პაციენტი შეემატა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ.
„ჩვენი გამოსაჯანმრთელებელი პაციენტების სიას დაემატა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება თანდათანობით დატოვებენ კლინიკას“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ის ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.


ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.

წყარო: https://www.interpressnews. ge/

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close