საზოგადოება

„კოვზი სახარებაში არ არის ნახსენები, მე წინააღმდეგი ვარ, ოქროსი იქნება თუ ხის“ – რას ფიქრობს ია ფარულავა ზიარებაზე

loading...
loading...

უკვე ორი კვირაა, ტაძრებში მრევლის მისვლისა და ზიარების წესის საკითხს აქტიურად განიხილავენ როგორც მორწმუნეები, ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც ტაძრებში საერთოდ არ დადიან.
ნაწილი ფიქრობს, რომ ტაძარში სიარული და ერთი კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელებასთან კავშირში არაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ექიმების და სპეციალისტების რჩევები გასათვალისწინებელია და რეკომენდაცია ყველასთვის ერთი უნდა იყოს.
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში აქტიურობენ. ზოგი ტაძარში ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მხოლოდ ტაძრებში დადიან.
საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა:
„მე მინდა საქართველო ითვლებოდეს სეკულარულ სახელმწიფოდ, მაგრამ როგორც ჩანს არ ვართ. ეკლესიას დიდი გადამწყვეტი ხმა და ძალა აქვს.


როგორ წარიმართება აღდგომას მოვლენები არ ვიცი, იმედი მაქვს ორივე მხარე და ხალხი გონივრულად შეხედავს ამას, მე პირადად 11 წლიდან დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ორჯერ ვარ ნაზიარები. ზიარება ჩემთვის საკრალური საიდუმლოა და არ მინდა ყოველ კვირას ვეზიარო.
ზიარებაზე როცა მიდიხარ დიდ საიდუმლოს უნდა ეზიარო. მე ერთი კოვზის წინააღმდეგი ვარ ოქროსი იქნება თუ ხის, მაგრამ მე ვინ მეკითხება? არ ვიცი მეოთხე საუკუნეში დადგინდა თუ როდის, მაგრამ კოვზი სახარებაში არ არის ნახსენები.
არ ვარ კომპეტენტური და ვერც დავიწყებ ქექვას, ვერავის მოვუწოდებ როგორ მოიქცეს. ეს საკრალური თემაა და არ მინდა შევეხო. მოდით, ყველამ დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოებს, მათი რეკომენდაციები ბოლომდე შევასრულოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close