სიახლეები

მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩნდა – შესაძლებელია თუ არა მწერების მომრავლებამ პანდემია კიდევ უფრო გაამწვავოს

loading...
loading...

პათოგენი კოღოები ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევენ, ხოლო მსოფლიოში ასობით მილიონამდე მძიმე ავადმყოფობის შემთხვევა ფიქსირდება.
ვინაიდან კოღოები მრავალი სხვადასხვა ბაქტერიების და ვირუსული დაავადების გადამტანები არიან, მსოფლიოში პანდემიის პირობებში არაერთ უცხოურ გამოცემაში განიხილება, რამდენად არის შესაძლებელი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს ახალი კორონავირუსი.
ექიმი პარაზიტოლოგი, ირმა კოკაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ SARS-ის, MERS-ის არცერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის.
„არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ან მისი ჯგუფის ვირუსები კოღოს ნაკბენით გავრცელდეს. კოღოს ძალიან ბევრი დაავადება გადააქვს და არა მარტო კოღოს, ტკიპებსაც, მათ შორის ვირუსული ან დაბაქტერიული დაავადებები. თუმცა არა ეს დაავადება, არა კორონავირუსი, რადგან ეს არის რესპირატორული ტიპის ვირუსი, ამ შემთხვევაში გადაცემის მექანიზმი არის წვეთები, რომელსაც ადამიანი ავრცელებს ხველების ან ცემინების დროს. ის ვირუსები ან სხვა ინფექციური აგენტები, რომლებიც კოღოს ან სხვა მწერებს გადააქვთ იქ აბსოლუტურად სხვა ციკლი გადაცემის მექანიზმია და არაფერ შუაში არ არის ამ კონკრეტულ ვირუსთან. SARS-ის, MERS-ის არც ერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის“, – ამბობს ირინა კოკაია.
მისივე თქმით, კოღოს შეუძლია ისეთი დაავადებები გადაიტანოს, როგორიცაა: მალარია, ლეიშმანიოზი, ლაიმი. თუმცა როგორც კოკაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს ბოლო წლებში საქართველოში ამ დაავადებების კლების ტენდენცია აღინიშნება.
„კოღოს ძირითადად გადააქვს, ყველაზე გავრცელებული მალარია, მალარიის პლაზმოტიპები. თუმცა რამდენიმე წელიწადია საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ გვაქვს, რაც ფიქსირდება, ყველა არის შემოტანილი სხვა ქვეყნებიდან – ძირითადად მაინც აფრიკის ქვეყნებიდან.
გარდა ამისა, კოღოს კიდევ გადააქვს სხვა ტიპის ვირუსები, რომელებიც უბრალოდ საქართველოში არ არის გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ეს პრობლემა მოხსნილია.


სხვა მწერისმიერი დაავადება, რომელიც აქტიური იქნება ზაფხულის პერიოდში, ეს არის ლეიშმანიოზი. ოღონდ ამ შემთხვევაში გადამტანი არ არის კოღო, ეს არის ფლებოტობუსი, რომელსაც გადააქვს ეს დაავადება და ამის შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს და წელსაც გვექნება სავარაუდოდ.
თუმცა ბოლო წლებში ამ შემთხვევების კლებაც აღინიშნება და ძალიან აქტიური ხდება ხოლმე. ამ სეზონში ძალიან აქტიური ხდება ხოლმე ტკიპისმიერი დაავადება. ეს არის ლაიმის დაავადება, რომელიც ასევე ხშირია ზაფხულში“, – გვითხრა პარაზიტოლოგმა.
ქართველი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოღოს ნაკბენით ახალი კორონავირუსის გავრცელებას სრულ ნონსენსს უწოდეს.
კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი ინფექციაა და ვრცელდება მარტო ჰაერით და წვეთებით, რომელსაც ადამიანი გამოყოფს. კოღო გრიპს, ვინოვირუსს და სხვა ვერცერთ გაციებით გამომწვევ დაავადებას ვერ ავრცელებს. ეს არის სრული ნონსენსი, მსგავსი რამ არ არსებობს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close