სიახლეები

ახლახანს ცნობილი გახდა ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ სააკაშვილის კანდიდატურა წამოაყენა უკრაინის…

loading...
loading...

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ოდესის მერის თანამდებობისთვის იბრძოლოს. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უკრაინა.რუ”-ს ცნობით, მის კანდიდატურას სავარაუდოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „სლუგა ნაროდა” წამოაყენებს.
ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის ხელისუფლებიდან სააკაშვილს აღნიშნულ პოსტზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იულია კოვალივი ლობირებს, უშუალოდ ოდესაში კი ადგილობრივი ბიზნესმენები ანდრეი სტავნიცერი და ადნან კივანინი.


უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. „უკრაინა.რუ”-ს ცნობით, ამჟამად მიხეილ საკააშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლებთან.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close