სიახლეები

” შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს” :გახარია

შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებენ.
„ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი ორი დღის განმავლობაში და წინასწარ, რა თქმა უნდა, ადამიანებს გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა.


მოგეხსენებთ, რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია  და ჩვენ მიგვიწევს (და იქაც, სადაც მუნიციპალური არ არის) გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, სადაც კომპრომისი უბრალოდ საკმაოდ მძიმე და რისკის შემცველია“ ,- აღნიშნა გახარიამ.
სტატიის წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close