საზოგადოება

ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა და მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: “დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი…”

loading...
loading...

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავარამიას დაცვის წევრმა და მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.


დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.
არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად…”- წერს ნიკა გვარამია.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close