სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ძალიან სახიფათო განცხადება შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი

loading...

2 000-დან 3 000-მდე და იყოს 4 000-დან 5 000-მდე. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 000-ია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა გათვლა დინამიკაში, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება, გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ. 
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ვითარებაა ინფექციონისტების და რეანიმატოლოგების მობილიზების კუთხით, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არის მხოლოდ 256 ინფექციონისტი, 488 რეანიმატოლოგი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამ აბსოლუტური რიცხვის ზრდა ვერანაირი ფინანსური ინვესტიციით ვერ მოხდება ისე, როგორც მაგალითად, ეს შეიძლება, სასუნთქი აპარატების შესყიდვით და მათი რიცხოვნობის გაზრდით მოხდეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ სასუნთქ აპარატებზე, რომელიც ჩვენს პაციენტებს ესაჭიროება, შეუძლია, იმუშაოს მხოლოდ 448 ინფექციონისტმა და მათი გადათვლა ჯანდაცვის სისტემაში საკმაოდ რთულად ხდება, რადგან არსებობს საშტატო ერთეულები და არსებობს მორიგეობის გრაფიკები, როგორც ინფექციონისტთან, ასევე რეანიმატოლოგთან მიმართებაში. მათი დღის რეჟიმი საკმაოდ რთულია და ისინი 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას საჭიროებს ამ ადამიანების მხრიდან ის, რომ სამუშაო კვალიფიციურად შეასრულონ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს ისეთი კოლაფსი, როგორიც სხვა ქვეყნებში მოხდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეკითხვაზე, რა არის გეგმა „ბე“ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება და მოხდება თუ არა სხვა მიმართულების მედიკოსების, გადამზადებული ექიმების ჩართვა, თუ რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების დეფიციტის პრობლემა შეიქმნება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეანიმატოლოგთა გადამზადების გეგმა არ არსებობს და ვერც იარსებებს.


„გეგმა ბე არის ის, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ინფექციონისტებს ეხმარებიან ჩვენი შინაგანი მედიცინის სპეციალისტები, თერაპევტები და ოჯახის ექიმები, რომელთა რიცხვიც გაცილებით მეტია და ის საიმედო გამოსავლები, რომლის იმედიც გვაქვს, არის შემდეგი – კოვიდინფექცია გარკვეული პროცენტული გადანაწილებით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 80% მსუბუქად მიმდინარეობს და 20%-ში არის გადანაწილება საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტების. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სისტემაში არ უნდა მოხდეს კოლაფსი და უნდა შევძლოთ ადამიანური რესურსის ეფექტური გადანაწილება, მაგრამ ეს ეფექტური გადანაწილებაც გარკვეული ზღვრული მაჩვენებლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა მითითება დაიცვან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
წყარო: https://timesnews. ge/სასწრაფოდ-ჯანდაცვის-მინ/

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close