სიახლეები

გახარია: შეზღუდვები, შესაძლებელია, თვეობით გადავადდეს

loading...
loading...

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა დაწესებული შეზღუდვების კარგად და მკაცრად შესრულების შემთხვევაში, შეზღუდვები შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად მოიხსნას.  თუმცა, რეგულაციების შეუსრულელბლობის შემთხვევაში პრემიერი არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვების მოხსნის ერეტაპი გადავადდეს თვეობით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ „კოვიდ-19“ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული

რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვის. მიუხედავად ამისა, დღეს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close