სიახლეები

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

loading...
loading...

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაღუპულის ახლობლები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, უნდობლობას უცხადებენ ვერსიას, რომ გარდაცვლილი და დაშავებული მანქანით გადაადგილდებოდნენ.
“ეს მანქანა იმათი არ არის, ეს მანქანა არის ისეთი ადამიანის, ვისაც უფლება ჰქონდა, რომ ევლო, ემოძრავა და ამ ბავშვებს ტყუილად “ტენიან”. მე რომ მოვთხოვე საპატრულო პოლიციას, მაჩვენეთ ნომერი,

ვისია ეგ მანქანა-თქო, არ მაჩვენეს””, – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ახლობელმა.
“მოდიოდა ორი ადამიანი ფეხით და ერთი მოკლა, მეორე რეანიმაციაშია. არ იძახიან მანქანა ვისია, იქირავაო. არ უქირავებიათ, “პრავაც” არა აქვთ, კაპიკი ფული არ ჰქონდათ. თვითმხილველი ვინაა, რომელმაც თქვა, რომ მანქანიდან ამოიყვანეს?!” – ამბობენ ისინი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close