სიახლეები

გავყიდი ყველა ქონებას და მაინც გადავუხდი ხელფასს ყველა თანამშრომელს

loading...
loading...

“გავყიდი ყველა ქონებას და მაინც გადავუხდი ხელფასს ყველა თანამშრომელს”
“ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაფერს გაყიდის და თანამშრომლებს ხელფასს მაინც გადაუხდის.
“ოთხი საათი ვისხედით მენეჯერები დღეს კლინიკაში შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის დასადებად ჩვენი ფილიალების მაშტაბით. განიხილებოდა ყველა ვარიანტი: უხელფასო შვებულება, ხელფასიანი შვებულება, % შემცირება ანაზღაურებისა.
ავტომატურად ორად გავიყავით, პოზიცია და ოპოზიცია.
შევთანხმდით ბოლოს იმაზე, რომ არანაირი შემცირება არ მოხდებოდა ანაზღაურებებისა, არც არავინ წავიდოდა შვებულებაში და უპრობლემოდ გავუმკლავდებოდით კრიზისს შემდეგი ორი სამი თვეც. დიდხანს რომ გაგრძელდესო? საზღვრები რომ არ გაიხსნას წლის ბოლომდეო?გავყიდი ყველა უძრავ მოძრავ ქონებას და მანამ სანამ ყველა ერთად არ გავკოტრდებით ხელფასი ყველას ექნებათქო.


სხვა მენეჯერებიც აყვნენ იდეას, ზოგი მანქანას ყიდიდა, ზოგი რას….გემი რომ იძირება კაპიტანიც თან მიყვება ხომ? ჩვენ ასე გვესმის პასუხისმგებლობა და აქამდე ასე ძლიერები ამიტომაც მოვედით….არც ჩვენი გუნდი იმსახურებს სხვაგვარ მენეჯმენტს, რადგან როგორიც ბერი ისეთი ერიო და პირიქით …
უყურეთ დანარჩენებმა კიდევ ბიძინას ტიკტოკებს და ისმინეთ გახარიას უიმედო მესიჯები… და მანამ სანამ მათ ხელფასებს არაფერი ემუქრება და ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობენ, იმკითხავეთ, მორიგ სულელურ გადაწყვეტილებებს რის საფუძველზე იღებენ.
კითხვებზე პასუხის ღირსად რატომ არ გთვლიან და ,,წარმატებული სახელმწიფო ასე შენდებაში,, რას გულისხმობენ იმ ფონზე, როცა ამდენი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე”- წერს კუკუნაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close