სიახლეები

კორონავირუსი ბილ გეიტსმა გაავრცელა, მას ვაქცინა აქვს

loading...
loading...

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია “ვინდოუსის“ დამფუძნებელმა ბილ  გეიტსმა გაავრცელა. მასსა და მის მასონურ ჯგუფებს მსოფლიოს დაპყრობა სურთ.
ბილ გეიტსის მიზანია “ჩიპების“ საშუალებით დედამიწაზე ყველა ადამიანი გააკონტოლოს.
ეს სკანდალური განცხადება ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა “2020NEWS”-თან გააკეთა.
მისივე განცხადებით, “ვინდოუსის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი ბრიტანეთში აფინანებდა ლაბორატორიას, სადაც კორონავირუსი გამოიყვანეს.
მისი თქმით, კორონავირუსი 50 გრიპის კომბინაციას აერთიანებს.
“ეს ვირუსი დიდხანს თავს არ დაგვანებებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია  ბილ გეიტსზე, რომელიც “ვინდოუსის“ დამაარსებელია. ის 2015 წლიდან საუბრობს  ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ხიფათზე, რომელიც დაკავშირებული შეიძლება  იყოს პანდემიასთან. ის არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელმაც  გაავრცელა პანდემია. იგი ბრიტანეთში აფინანსებდა სპეციალურ ლაბორატორიებს,  რადაც 5-6 წელიწდში გამოიყვანეს კორონავირუსი.


იქ შექმნეს 50 გრიპისგან შემდგარი კომბინაცია, ამიტომ ვაქცინას  მეცნიერები დიდხანს ვერ იპოვიან. ბილ გეიტს ვაქცინა აქვს. დღესაც ის  საუბრობს ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ახლახანს გამოსვლაში ბრძანა, რომ  კორონავირუს ვერ მოვერევით, სანამ ვაქცინას ვერ ვიპოვით და ვაქცინაციას არ  დავიწყებთ.
როდესაც მსოფლიო მას ეტყვის, რომ ოღონდ კი შენ ვაქცინა მოგვეცი, ჩვენ  ყველაფერზე თანახმა ვართო, ის ვაქცინას გამოაჩენს. ამ ვაქცინაში არის  შესული მიკროჩიპი, სადაც თქვენი ყველა მონაცემი ჩაიდება, პირადობის  მოწმობიდან დაწყებული და თქვენი ჯანმრთელობის პასპორტით დამთავრებული.
რის შედეგად ბილ გეიტს მიეცემა საშუალება, რომ ამ სამყაროში გაშვებული  თანამგზავრების საშუალებით, ძალიან მალე თითოეული ჩვენგანის კონტროლი  დაიწყოს. კონტროლს დაიწყებენ მასონური ჯგუფები ბილ გეიტსის თამადობით, ანუ  ის ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობა უნდათ“,
– განაცხადა ცაგარელმა.
ასტროლოგის განცხადებით, კორონავირუსი მსოფლიოს თავს დიდი ხნის განმავლობაში არ დაანებებს.
წყარო: 2020news.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close