სიახლეები

ვინ არის 18 წლის ქართველი მორაგბე, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა

loading...
loading...

ზესტაფონის „არწივების“ ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა 18 წლის ბესიკ სარალიძეა.
 
როგორც „პრაიმტაიმს“ სარაგბო კლუბ ზესტაფონის „არწივებში“ უთხრეს, ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მოზარდი თრომბით გარდაიცვალა.
 
მორაგბის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა და მომხდარის გამო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
 
„საქართველოს რაგბის კავშირი და სარაგბო თემი მწუხარებას გამოვთქვამთ ზესტაფონის „არწივების“ ახალგაზრდა მორაგბის, ბესიკ სარალიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ ბესოს ოჯახის ტკივილს“, – ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close