სიახლეები

ვინ არის 11 წლის გოგო, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა

loading...
loading...

11 წლის გოგო ნია ბახუტაშვილია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რა დროსაც გზად მიმავალ ბავშვს, რომელიც ველოსიპედზე იჯდა, დაეჯახა.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში წაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის, ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სავარაუდოდ, მძღოლს ბრალი დაუმძიმდება.
წყარო: viki. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close