სიახლეები

მიხეილ სააკაშვილის წარმატება უკრაინაში ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების ფიასკოს

loading...
loading...

რა მოტივები ამოძრავებს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით და რა შეცდომებს უშვებდა და უშვებს იგივე პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება. ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნის ორი მოტივი აქვს–ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლა და დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ხუხაშვილის აზრით სააკაშვილის უკრაინული წარმატება მისთვის შესაძლოა ფიასკოდ იქცეს:
“უკრაინაში ჩამოყალიბებულია მდგრადი ოლიგარქიული სისტემა, რომლის დანგრევასაც ზელენსკიუკვე რამდენიმე წელია წარუმატებლად ცდილობს. მას აქვს ამასთან დაკავშირებით როგორც სისტემური, ისე პერსონალური პრობლემები, ხელისუფლებაში მყოფ ფიგურებთან მიმართებაშიც კი. ეს არის ავაკოვი ხელისუფლებაში, ეს არის ჩრდილში მყოფი ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას და აქვთ მექანიზმი, რომ არასასურველი გადაწყვეტილებები დაბლოკონ. ეს არის პოროშენკოს რევანშისტული გეგმები და ა.შ. გარდა ამისა, ზელენსკის აქვს მეორე პრობლემა. რთული ვითარებაა ეკონომიკაში და მას ჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვა და მან ჩათვალა, რომ ამაში გამოადგებოდა სააკაშვილი, გამოადგებოდა  ამ ოლიგარქიული სისტემის დასანგრევად.
ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია რეფორმების თვალსაზრისით სააკაშვილი, მაგრამ ის რომ სისტემების ნგრევა მას შეუძლია, ეს ეჭვგარეშეა და ამ კუთხით ის ფიქრობს, რომ სააკაშვილი გამოადგება. თვითონ ჩადგება ამ ბრძოლებში არბიტრის როლში და ამით გარკვეულ შედეგებს მიიღებს.
გარდა ამისა, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს 2003 –2006 წლებში სააკაშვილმა შექმნა ერთგვარი რეფორმატორის ბრენდი, დასავლეთი მას თვლიდა წარმატებულ პროექტად შესაბამისად მისი ჩართვა რეფორმების თვალსაზრისით საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომლებმაც ფული უნდა გამოყონ და რესურსები მისცენ უკრაინას არის პლუსი და შესაბამისად ეს ორი ამოცანაა შესასრულებელი.
ამასთან ერთად ზელენსკი ფიქრობს, რომ ის თამაშობს წაუგებელ თამაშს. თუ სააკაშვილი წარმატებული იქნა ზელენსკი დარჩება მოგებული, თუ წარუმატებელი იქნა შესაბამისად ის ერთ პრობლემას მისი სახით მოიშორებს და მეორეს მხრივ მისი მტრებიც ამ ბრძოლებში დასუსტდებიან.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მან სააკაშვილთან მიმართებაში მთელი მართლმსაჯულების სისტემა ფარსად აქცია. თავიდანვე შეცდომები დუშვა, როცა პირველი საქმე მის წინააღმდეგ წამოიწყო არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით და  ამით ფაქტობრივად იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი დასჯილიყო მას შეუქმნა ალიბი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
რატომ მოიქცა ასე საქართველოს ხელისუფლება? ამდენად ბრიყვი იყო?  იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა მართლმსაჯულების აღსრულება მისი ამოცანა. მას ჭირდებოდა  სააკაშვილი არა ციხეში, საქართველოში, რასაც თვლიდა რომ მისთვის თავის ტკივილი გახდებოდა, არამედ  მას ჭირდებოდა სააკაშვილი სადღაც უცხოეთში მოხეტიალე, რომლისგანაც  არჩევნების წინ შექმნიდა მუდმივად მტრის ხატს, გამოაცხადებდა მორიგ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლას და ამით მოიგებდა.

პრინციპში ასეც ხდებოდა წლიდან წლამდე. ჩვენ ვუყურებთ, რომ სააკაშვილის გამოჩენით შეშინებული ამომრჩეველი მიდიოდა, დაეწყობოდა და ხელისუფლებას აძლევდა ხმას ამ ორპოლუსიანობის პირობებში. მაგრამ თუ მოხდა სააკაშვილის ინსტიტუციონალიზაცია სხვა ქვეანაში და მითუმეტეს, თუ ღმერთმა არ ქნას ის იქნა წარმატებული, ეს ხელისუფლებისთვის იქნება დიდი ფიასკო ორი  მიზეზით: ერთი რომ მათ მგელი, მგელის ძახილის რესურსი აღარ ექნებათ, სისულელე იქნება იმის ძახილი, რომ ჩამოვა და რაღაც კოშმარებს დაატრიალებს და მეორე ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წარუმატებლობის ფონზე განსაკუთრებით სოციალურ რისკებთან დაკავშირებით მისი წარმატება იქნებოდა მათთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი მომავალ არჩევნებზე. ეს არის მთელი ისტორია. ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ რთულად არის საქმე, მაგრამ საქმე ძალიან მარტივად არის “ – ამბობს გია ხუხაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close