სიახლეები

შეგვეძლება თუ არა ზაფხულში, ზღვაზე დასვენება – ექსპერტის პასუხი

loading...
loading...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო“.
„მგონია, რომ ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა

რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო ზუსტი იქნება, მაგრამ ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო ზაფხულში. ისე, პროგნოზირება არაკეთილშობილური საქმეა, დაგვეთანხმება ყველა, ვინც საერთოდ პროგნოზს აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად მივყვებით ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ეპიდსიტუაციის ანალიზს“, – განაცხადა ზახაშვილმა.
წყარო: http://lidertv. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close