სიახლეები

გორის ჰოსპიტალში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – დიდი ტრაგედია, რომელიც ამ წუთებში დატრიალდა…

loading...
loading...

კორონავირუსით გარდაცვლი ახალგაზრდა 45 წლის ქალია. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.
ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR-ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია და უნივერსალური სიმსუქნე. მას ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით.


ექიმების განცხადებით, მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close