სიახლეები

კალაძე როგორც „თეთრი ყვავი“, გრიგოლ ლილუაშვილის გაზრდილი გავლენა პარტიაში, გახარია კი თამაშგარე მოთამაშე – რა ხდება “ოცნებაში”

loading...
loading...

„კახა კალაძე ცდილობს იყოს „თეთრი ყვავი“. ის უკვე დიდი ხანია ცალკე სუბიექტია „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ გახდება თუ არა დამოუკიდებელი, აი ეს საეჭვოა. რაც შეეხება „ოცნების“ ახალ სახეებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკმაო გავლენა გრიგოლ ლილუაშვილს ექნება”- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალი სახეებით გადახალისებას და თვლის, რომ 2016 წლის საგურამოს შემადგენლობის პომპეზური პრეზენტაციის შემდეგ, „ოცნებაში“ პრაქტიკულად არც თავისუფალი ადამიანი შემორჩა და არც მეტნაკლებად მოაზროვნე.„გიორგი გახარია არც ფიგურაა, არც გუნდური მოთამაშე, შესაბამისად ის ვერც გუნდს შეკრებს. რასაც ვერ ვიტყოდი კალაძეზე. კალაძეს ამ შემთხვევაში ალბათ ფეხბურთმა უშველა, ამბიციაც მეტი გააჩნია და თუ კანონი არ შეიცვალა და თავისი 22 მაჟორიტარით დარჩა თბილისში, გაცილებით მეტი გავლენა ექნება „ოცნებაში“ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე, შესაბამისად ივანიშვილისთვისაც უფრო სახიფათო გახდება.


მოკლედ, ივანიშვილს კვირიკაშვილთან უკვე ქონდა „მწარე გამოცდილება“ , ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ახალი გუნდის არჩევაში, ლილუაშვილს ექნება ყველაზე დიდი გავლენა. არც ის არის გამორიცხული, თავადაც გახდეს პოლიტიკური ფიგურა. მითუმეტეს, რომ ლილუაშვილს უკვე აქვს სერიოზული კულუარული გავლენებიც და პოლიტიკური გამოცდილებაც. ანუ, კალაძის საპირწონე ამ შემთხვევაში გახარია კი არა, სუსის ხელმძღვანელი ხდება. თუ რა თქმა უნდა, კახა კალაძემ კიდევ რამე მსგავსი არ „მოუწყო“ , რაც უკვე ერთხელ გააკეთა კომპანია „სვეტთან“ მიმართებაში.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close