სიახლეები

სასწრაფოდ! პრეზიდენტმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს

loading...
loading...

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს.
ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან, მისი თქმით, საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.
„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი

გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.  უნდა განვმარტო ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close