სიახლეები

თეკლა გადელია სკანდალურ დეტალებს ავრცელებს-სასაუბრო ძალიან ბევრი მაქვს არაფრის დათმობას არ ვაპირებ გიორგი, უკიდურეს ზომებს მივმართავ , თქვენც ხომ გყავთ ოჯახი?

loading...
loading...

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ახალგაზრდა გოგონა ქვეყნის პრემიერს ღია წერილით მიმართავს. თეკლა გადელია, რომელმაც საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა, პრემიერს იმ უსამართლობის შესახებ უყვება, რომლის წინაშეც საქართველოში მყოფი მისი ოჯახი აღმოჩნდა.
“ამ წერილს იმ იმედით ვწერ, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან საკუთარი მოქალაქეები, მიიღებენ ზომებს და ჩემი ოჯახი, რომელიც ფაქტობრივად განადგურდა, შეძლებს ფეხზე დადგომას და ცხოვრების გაგრძელებას. ალბათ ყველაზე ცუდ ფილმსა თუ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი მოქმედების იმგვარად განვითარებას, როგორც ეს ჩემი ოჯახის შემთხვევაში მოხდა.
წლებია ჩემი ბაბუა და ჩემი ოჯახი სარესტორნო ბიზნესს ფლობს და ამ საქმის განვითარებაში მთელი ადამიანური და ფინანსური რესურსი აქვთ ჩადებული. რესურსი ჩადეს ასევე, პარტნიორებმაც, რომლებიც ბაბუასთან ერთად აკეთებდნენ ამ საქმეს. როგორც ჩანს, აწყობილი და ჩემი ოჯახის ნაწვალები ბიზნესი მიმზიდველი აღმოჩნდა კონკრეტული პიროვნებებისთვის. უფრო ცუდი ის არის, რომ ზეწოლა, რომელიც რესტორნის წართმევისა და დათმობის მიზნით ჩემს ოჯახზე “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს დაიწყო, სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ჩვენგან რესტორნის დათმობას ითხოვდნენ და მუქარები ხორციელდებოდა, უცებ საიდანღაც გამოჩნდა ვინმე კახა ბენიძე, რომელმაც მაშინდელ ხელისუფლებასთან ყველაფერი “დაალაგა”. იმედი გვქონდა, ეს თავგასულობა “ოცნების” დროს დასრულდებოდა, თუმცა იგივე პიროვნება “ოცნების” რეჟიმსაც მშვენივრად მოერგო, ოღონდ ერთი განსხვავებით-რესტორანი ხელში ჩაიგდო და ბაბუაჩემი, ხანდაზმული ადამიანი აფსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტა.
მინდა ისიც იცოდეთ, რომ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების ე.წ. შუამავალი ძალიან ბევრ შავ-ბნელ საქმეშია შემჩნეული კონკრეტულ მაღალჩინოსნებთან ერთად, რომლებიც “ნაცონალური მოძრაობი”-დან “ოცნების” კალთაში გადმობარგდნენ და თავს მშვენივრად გრძნობენ.
ჩვენ კი დავკარგეთ სარესტორნო ბიზნესი, სახლი. ჩემი არასრუწლოვანი ძმები, მშობლები, შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ჩემს ძმებს, რომლებიც წარჩინებული მოსწავლეები არიან, დღეს ელემენტარული კომპიუტერი არ აქვთ, რომ ონლაინ სწავლებაში ჩაერთონ, რადგან ბავშვების კომპიუტერი პოლიციამ ვითომ ნივმთკიცებად ამოიღო. და ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ჩემმა ოჯახმა სამართლიანობისთვის დაიწყო ბრძოლა. ამის შემდეგ დადგეს უნიჭო შოუ, რომ ვითომ ბაბუაჩემმა, ასაკოვანმა კაცმა, რომელსაც ცხოვრებაში შრომის და წვალების მეტი არაფერი უნახავს, დახმარებისთვის კანონიერ ქურდებს მიმართა. ბატონებო, სამართლის ამ გზით აღდგენა რომ გვდომოდა, ამდენი წლის განმავლობაში ამდენ უსამართლობას კი არ მოვითმენდით. მინდა ისიც იცოდეთ, რომ უნიჭო შოუს დამდგმელი იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა ცხაკაია იყო, რომლის გვარი და სახელი იმ დროიდან მესმის, როდესაც ის ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს იმერეთის საოლქო პროკურორატურას ხელმძღვანელობდა. დღეს კი იმ უწყებას მართავს, რომელმაც მთელი ეს პროცესუალური შოუ დაუდგა ბაბუაჩემს და კამერების წინ დააჭერინა 70 წლის მოხუცი. კარგად მახსოვს, რომ ჩვენი სარესტორნო ბიზნესიდან ე.წ. მომგვარებელ კახა ბენიძეს ცხაკაიას ოჯახისთვის ყოველ კვირაში მიჰქონდა შემწვარი გოჭები და ქათმები, რასაც უამრავი მოწმე ჰყავს. არ მინდა გამომრჩეს ისიც, რომ ბებია ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი ჩვენი ოჯახის მიმართ დაწყებულ ტერორს შეეწირა. ვერ გადაიტანა ამდენი ნერვიულობა და ამქვეყნიდან წავიდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ კახა ბენიძეს არა მარტო სისტემაში, კრიმინალურ სამყაროშიც მფარველები ჰყავს და წლებია ტერორს ვიტანთ.


სასაუბრო ძალიან ბევრი მაქვს და არ მინდა თავი მოგაბეზროთ, მხოლოდ ერთს ვითხოვთ: აღარ დადგა დრო ჩემმა ოჯახმა დაინახოს სამართლიანობა, დასრულდეს ეს გულისგამგლეჯი უსამართლობა. ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც საზღვარგარეთ იმისთვის წამოვედი, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო, როგორ ვთქვა უარი საკუთარ ქვეყანაზე და როგორ დავთმო ჩემი ფესვები? ეს ქვეყანა და ის იურიდიული ფირმა, რომელშიც ამჟამამად ვმუშაობ, მომცემს იმის საშულებას, რომ პროფესიულად განვვითარდე. ხე ფესვებიდან იზომება, ჩემს ფესვებს კი სარეველები აქვს შესეული. არაფრის დათმობას არ ვაპირებ ბატონებო. უკიდურეს ზომებს მივმართავ და ფეხდაფეხ შემოვივლი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა სამართალმა იზეიმოს.
ბატონო პრემიერო, თქვენც ხომ გყავთ ოჯახი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ თქვენი ოჯახისათვის. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მდგომარეობა და დაინტერესდეთ, რათა ბოლოსდაბოლოს ბოლო მოეღოს ამ უსამართლობას. დიდი იმედი მაქვს, რომ შემწვარი გოჭების და ქათმების სამართალს არ გადააყოლებს სისტემა ჩემს ოჯახს,”- ამბობს თეკლა გადელია

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close