სიახლეები

უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ – გულში, ფილტვში, კუჭში –18 წლის სტუდენტის საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

loading...
loading...

საზარელი მკვლელობა საინგილოში, აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში, ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანით მოხდა. ადგილობრივმა ალი ალიმამედოვმა 18 წლის ქართველი ბიჭი ილია ილიასოვი (ასლამაზაშვილი) მოკლა. იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდ.
როგორც “კვირის პალიტრასთან” საუბრისას ილიას ნათესამმა განაცხადა, ეს ტრაგედია ორი წლის წინ დაწყებულ უთანხმოებას მოჰყვა.
“იმ დღეს, ალი ალიმამედოვმა ილია სალაპარაკოდ გაიყვანა სახლიდან. იქვე, მოედანზე პატარა ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უცბად დაურტყამს დანა ზედიზედ ხუთჯერ – გულში, ფილტვში, კუჭში, დანარჩენი ორი ჭრილობა შედარებით მსუბუქი იყო. როგორც ჩანს, მას განზრახული ჰქონდა ილიას მოკვლა და ამიტომ მოაკითხა დანით შეიარაღებულმა”.- ამბობს იგი.


მაშინვე ყველანი გავარდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ვეღარ უშველეს, ბავშვი ხელში ჩააკვდათ ახლობლებს.
“ციხეშია ამოსალპობი ის მკვლელი, ანგელოზივით და სიცოცხლით სავსე ბავშვი მოგვიკლა და მერე მშვიდად ჩაიარა უბანში, მეტიც, მამასთან დაუტრაბახია, რაც გააკეთა.
ილია ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი, კეთილი ბიჭი იყო. სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად. მარტო ნათესავებისთვის კი არა, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, ყველას ამახსოვრებდა თავს. არ ვიცით, როგორ გადავიტანთ ამხელა ტრაგედიას”. – უთხრა მან “კვირის პალიტრას”
წყარო:http://www.resonancedaily.com/

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close