სიახლეები

”გამოსავალი უკვე ნაპოვნია?” – ნახეთ როგორ მოგვიწევს ავტობუსებში დასხდომა ისე, რომ ერთმანეთს საფრთხე არ შევუქმნათ… (ფოტო)

loading...
loading...

თბი­ლის­ში ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი არ არის და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მუ­შა­ობს, რომ დის­ტან­ცი­ის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად რა­ი­მე ხერ­ხი მო­ი­ფიქ­როს.
შესაძლოა საქართველომ ნი­გე­რი­ის ქა­ლაქ ლა­გოს­ს მიბაძოს სადაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბის ახა­ლი წესი მო­ი­ფიქ­რეს. ლა­გო­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბის სერ­ვი­სი აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ტრან­სპორ­ტის სა­ვარ­ძლე­ბი მო­ნიშ­ნუ­ლია – აღ­ნიშ­ნუ­ლია, თუ სად შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დო­მა და სად – არა. ფოტო იხილეთ დაბლა
მგზავ­რთა სკა­მე­ბი ისეა მო­ნიშ­ნუ­ლი, რომ წე­სის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლად მგზავ­რო­ბა.
თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნავ­რუ­სის პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რებს მი­უ­თი­თე­ბენ, რო­გორ უნდა დას­ხდნენ.
რო­გორც კახა კა­ლა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “სა­ღა­მოს ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, აკ­ვირ­დე­ბი­ან არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­რია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ მი­ი­ღებს, რო­დე­საც ამის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის მხრი­დან რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცე­მა.
გამორიცხული არ არის ნიგერიას საქართველომაც მიბაძოს და ეს მეთოდი ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგოს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close