სიახლეები

”სახის არეში ჩალურჯებები ჰქონდა და…” – გორში ცოტახნის წინ ახალგაზრდა გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა…

loading...
loading...

ორი დღის წინ გორში, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა. ,,პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, გოგონა დიალეზზე იყო და ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ.
თუმცა გარდაცვალების დღეს ახალგაზრდა გოგო საავადმყოფოში არ წასულა.
წყაროს გვიყვება, რომ გარდაცვლილს სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება. მიზეზი თუ რატომ ვერ წავიდა საავადმყოფოში გოგონა, უცნობია.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს და მის მეუღლეს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ. გარდაცვლილი გოგოს მეუღლეს სამძიმარზე არ უშვებენ ახლობლები.


ცნობისთვის, გარდაცვლილის მეუღლე წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გარდაცვლილს სამი წლის გოგონა დარჩა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არაა.
წყარო – პრაიმტაიმი

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close