სახალისო

აირჩიე ფოტოზე ქისა და გაიგეთ როდის გამდიდრდებით – ჯერ დაწერეთ რიცხვი და შემდეგ ნახეთ

loading...
loading...

პირველი ქისა
პირველ ქისაში თქვენთვის ბევრი საჩუქარია. თოვლის ბაბუას თქვენთვის ბევრი კარგი სიახლე მოაქვს. ქისაში ბევრი ცვლილება დევს, მაგრამ მათ გვერდით რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეგხვდებათ. ცვლილებები მოქმედების გარეშე ხომ არ მოდის. ახალ წელს უფრო აქტიური უნდა იყოთ, ბევრი გადაწყვეტილება მიიღოთ და სწრაფად იმოქმედოთ. წლის დასაწყისში მოგეჩვენებათ, რომ ამ მოქმედებებს დასასრული არ აქვთ, მაგრამ ასე არაა.
ძალიან მალე თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება. ცვლილებების პერიოდი დაიწყება. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილი შეცვალოთ. სამსახურშიც ცვლილებები გელოდებათ. თუ ბიზნესის დაწყება დიდი ხანია გსურთ, 2020 წელს ამას შეძლებთ. სამსახურის შემოთავაზებაზე უარი არ თქვათ. ისინი მოულოდნელ შედეგებს მოგიტანთ.

თქვენს ქისაში სიყვარულიც არის გადამალული. წელს ყველაფერი კარიერასთან დაკავშირებული არ იქნება. როცა მუშაობის ვნება ჩაცხრება, პირადი ცხოვრებისთვის დრო გამოგიჩნდებათ. თქვენ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შემოდგომის სეზონზე სიყვარულის დრო დადგება.

მეორე ქისა
მეორე ქისაშიც ბევრი სასიამოვნო ფაქტი იმალება, მაგრამ გარკვეული დეტალებით. აქ პატარა საზრუნავი ქაოტურად არის ჩაყრილი, რაც დიდ სიხარულს მოგიტანთ. წლის დასაწყისში უჩვეულოდ სასიხარულო ამბავი გელოდებათ. მოსალოდნელია ოჯახში მატება. ეს მოვლენები თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუმცა ბევრ საზრუნავს მოგიტანთ, რომელთა გადაჭრაზეც უნდა იზრუნოთ.
ამ ქისაში ცოტა სტაბილურობას იპოვით. თუ ფულთან და სამსახურთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა გქონდათ, წელს ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. ამ წელს სამსახურთან დაკავშირებით ნერვიულობა არ მოგიწევთ.

ასევე მოსალოდნელია რაიმე შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. სავარაუდოდ, ეს იქნება ადამიანი წარსულიდან, რომელზეც ფიქრიც კი დაგავიწყდათ. ძველი სიყვარული, დაკარგული მშობელი ან ბავშვობის მეგობარი – ვიღაც თავს შეგახსენებთ და თქვენს ცხოვრებაში სიახლით შემოიჭრება. რთული სათქმელია, ეს ყველაფერი რით შემოგიტრიალდებათ.


მესამე ქისა
მესამე ქისაშიც ბევრი საინტერესო რამ იმალება. აქ ბევრი შრომა და პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელოდებათ. თვითგანვითარებისთვის საუკეთესო დროა. ინგლისური ენის შესწავლაზე ან ახალი პროფესიის ათვისებაზე დიდი ხანია ოცნებობთ? დროა მის განხორციელებაზე იზრუნოთ. კურსი გაიარეთ, ხატვით დაკავდით – ყველაფერი გააკეთეთ, რაც გაგახარებთ. წლის შუა პერიოდში ეს თავის ნაყოფს გამოიღებს.

ქისაში თქვენთვის ცოტა შთაგონებასაც იპოვით. გაზაფხულზე შთაგონების ძალების მოზღვავებას და შემოქმედებითი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზების საშუალებას იგრძნობთ. თქვენ რაიმეს მოშორება მოგიწევთ, რაც გაშფოთებთ. შესაძლოა, სამსახურიდან წამოხვიდეთ, რომელიც სიამოვნებას დიდი ხანია არ განიჭებთ
როცა მძიმე ტვირთს მოიშორებთ, თქვენში ბობოქარი ახალი ძალა იფეთქებს. ცოტა რწმენა და ყველაფერს შეძლებთ. პირველივე წარუმატებლობაზე არ დანებდეთ და წინსვლა შეუპოვრად გააგრძელეთ. თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება და ბედნიერი იქნებით.
აი, ასეთი უცნაური წელი გველოდება. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ახდება. თქვენ რომელი ქისა აირჩიეთ?

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close