სიახლეები

“ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა… ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა” – ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან

loading...
loading...

ახალგაზრდა ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელთანაც არაოფიციალურ ქორწინებაში იყო, გააუპატიურა. ამის შესახებ ინფორმაცია “ტვ პირველი” ავრცელებს.
მსხვერპლზე სისტემატიურად ძალადობდნენ. დაზარალებულის თქმით, მამაკაცი მას 4 წლის შვილის თვალწინ სცემდა. ასევე ძალადობის მსხვერპლია მისი მცირეწლოვანი შვილიც, რომელსაც, როგორც დედა ამბობს, მის თვალწინ ახრჩობდა.
მსხვერპლის თქმით, ძალადობის შემდეგ დაფეხმძიმდა, თუმცა მამაკაცმა ის არალეგალურ კლინიკაში წაიყვანა და აბორტის გაკეთება აიძულა.
“მცემდა და მერე ამყარებდა ჩემთან სექსუალურ კავშირს. ქამრით მცემდა ხშირად. ტელეფონი გადამატეხა თავზე. ჩემს არასრულწლოვან შვილს თმებს გლეჯდა და ახრჩობდა” – აცხადებს დაზარალებული.
ძალადობის მსხვერპლი ქალი ამ ჯოჯოხეთს თურქეთიდან გამოექცა, თუმცა მოძალადემ საქართველოშიც ჩამოაკითხა.
ტერორის შემდეგ ქალი პოლიციაში მივიდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას პოლიციაში დასცინეს და უკან გააბრუნეს.


დაზარალებულის თქმით, პოლიციელები დაემუქრენ, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა, საქმეს ისე შემოატრიალებდნენ, ამ საქმეში დამნაშავე თავად იქნებოდა.
“პოლიციიდან ვიგრძენი ჩემზე ზეწოლა, დამცირება. მიმტკიცებდნენ, რომ შენ წერ მას რაღაცებს და შენ აშანტაჟებო. იქით შემოგიტრიალებ საქმესო. მე ჩემ ქვეყანაში უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს” – აცხადებს დაზარალებული.
დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მოძალადის დასასჯელად პოლიციას მტკიცებულებები აქვს, თუმცა ამას არ აკეთებს.
მსხვერპლს ერთადერთ ხსნად სახალხო დამცველი დარჩა. მან საჩივარი უკვე შეიტანა.
წყარო: newposts. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close