სიახლეები

“რუსებზე უარესი გააკეთა მესხეთ-ჯავახეთში…” – რას ჰყვება მეუფე იაკობი

loading...
loading...

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ტყის კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემას გულისხმობს საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს უპასუხა:
„მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე. მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა ჩადით ბორჯომში მანახეთ თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა დაწვეს? უარესები მაგან გააკეთა პირადად. ეგ ლობირებდა ყველაფერს.
როდესაც ჩინელებს ტყეები 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე? რა ნახეთ რა მოიგო საქართველომ? ეს ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ? ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს

ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა თავისი? თუ შეიძლება რომ ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდეს, რატომ არ შეიძლება რომ ეკლესიას ჰქონდეს და როცა საჭირო იქნება, მზად ვართ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოს და ხალხს დავუბრუნოთ. რა პრობლემას გიქმნით ეს? კანონი კანონია, თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ. ჩვენ კანონს აღვასრულებთ ამ შემთხვევაში“
წყარო: https://www.alia. ge/რუსებზე-უარესი-გააკეთა-მ/

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close