სიახლეები

კორონავირუსი თბილისში დაბრუნდა! -რატომ დაფიქსირდა 9 ახალი შემთხვევა 1 დღეში ?

loading...
loading...

ბოლო პერიოდში თბილისში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა,  თუმცა ამ დილით ერთბაშად 9 შემთხვევა გამოვლინდა. იგი სავარაუდოდ,  უკავშირდება საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ შემთხვევას. გუშინ  გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლში კარანტინშია მოქცეული.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას  განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან, 2 არის  ბოლნისის წყარო, ხოლო დანარჩენი 9 არის თბილისიდან, ერთ ადრე დადასტურებულ  შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები.
“გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები,” –  განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტი შევიდა.


“ჩვენთან 8 პაციენტია, თბილისის 8 შემთხვევა, ერთი კონტაქტის ყველა  შემთხვევა ჩვენთან დაწვა, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქადაა  შეფასებული,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 
მან კომენტარი არ გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების  შემდეგ მაცხოვრებლები კარანტინში მოექცნენ. მისი თქმით, ის დეტალებზე არ  საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, კორპუსის  კარანტინი კი არასწორი ფორმულირებაა.
წყარო: resonancedaily.com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close