საზოგადოება

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა (ფოტოები)

loading...
loading...

,,შეიძლება სასწაულიც ვუწოდოთ ფაქტს, რომელიც უამრავი ქალისთვის იმედის და სტიმულის მომცემი იქნება”, – ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა.
ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს. 
,,52 ასაკში, ქალბატონმა დოდო გიორგაძემ ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე. ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9 თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია. ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ”, – აცხადებენ კლინიკაში.


წყარო: https://report.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close