სიახლეები

“მიშას მესამე შვილი არ ჰყავს” – ნახეთ რას ამბობს სააკაშვილის მამა ბოლო დროინდელ გავრცელებულ ამბავზე

loading...
loading...

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავი სოფო ნიჟარაძე დედა გახდა.
მისი ახლობლების თქმით, სოფომ ამერიკაში იმშობიარა, სადაც დედასთან ერთად 5 თვის ორსული გაემგზავრა.
პატარას დედამ ალის-მარია დაარქვა, თუმცა ამ დრომდე არც ბავშვის ფოტო გამოუქვეყნებია და არც მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაუკეთებია კომენტარი.
მითუმეტეს, არც ბავშვის მამაზე უთქვამს რამე, როცა ტაბლოიდები ბავშვის მამად საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აცხადებენ და ამბობენ, რომ წყვილი მალე დაქორწინებასაც გეგმავს.
ამ ამბის გადამოწმებას „პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდა სოფო ნიჟარაძესთან, თუმცა ის მედიასთან არ კონტაქტობს.
მივწერეთ, მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა თემაზე კომენტარს ისიც არ აკეთებს.
„პრაიმტაიმი“ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან გადაგვამისამართა.


– იცით რა? თვითონ ელაპარაკეთ ამაზე ბატონ მიხეილს, მე რა შუაში ვარ?!
გიული ალასანიას შემდეგ, „პრაიმტაიმი“ მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს დაუკავშირდა.
– ტყუილია ეს ინფორმაცია, იმ გოგოსაც ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ეს ისეა სიმართლე, როგორც მე მეკუთვნის, მთელი უკრაინის კურორტები.
ჭორს რა გამოლევს უსაქმურ და ბოღმიან ხალხში? მის ოჯახში ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მომხდარა.
– თქვენი შვილიშვილის, ედუჩი სააკაშვილის მეუღლე მართლა ორსულად არის?
– ეგ ისეთი ამბავია, ჩემი სალაპარაკო არ არის. თუ საჭირო გახდება, თვითონ იტყვიან.
წყარო: https://primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close