სიახლეები

“საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო”-პაატა იმნაძე

loading...
loading...

საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გუშინ  დაფიქსირებულ 5 უცნობ შემთხვევას სწორედ ინფექციის მეორე ტალღას მიაწერს.  იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესს ქვეყანა სწრაფად გააჩერებს.
„თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.
უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან  თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ–ნაკლებად  წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა  წყაროზე.
პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე  ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ”, – განაცხადა  “ფორმულას” ეთერში იმნაძემ.

resonancedaily.com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close