სიახლეები

როდემდე მოგვიწევს პირაბდეების ტარება – თარიღი ცნობილია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ,,პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ  ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, შემდეგ კი გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე  მიიღება.
 „ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, ამიტომ  მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით,  არამედ ადმინისტრაციული წესით – 20 ლარით.

შესაბამისად, ეს არის დროებითი  ღონისძიება. ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე. ჩვენი  მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ  მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close