საზოგადოება

რა შეემთხვა სამუშაოს ძებნისას 18 წლის გოგოს – “სამსახური ძალიან მინდა, მაგრამ ყველაფერზე ვერ წავალ”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ს.ს. ჯგუფში “დასაქმება/ვაკანსიეი?, წერს:
“გამარჯობა, რამდენიმე წუთი დამითმეთ. პოსტი მედო რამდენიმე დღის, წინ მომწერა ერთმა მამაკაცმა, მენეჯერი მინდაო, დავურეკე, გავესაუბრე,18 წლის ვარ.
თურმე ავტო ნაწილებში ჭირდებოდა ლილოში, შორს იყო. დედაჩემისთვის გამოუგზავნია დამატება, დაამატა დედამ, აუხსნა თქვენ გესაუბრათო ჩემი შვილი, კიო, ისაუბრეს, უთხრა, რომ ვეძებდი სამუშაოს.
ცოტა ისაუბრეს თუ რამე გამოჩნდებაო დაგიკავშირდებითო.
გავიდა რამდენიმე დღე – გამყიდველის ვაკანსია არისო. გამოვიდეს, დავხვდებიო და მივიყვანო.
გავედი, ვნახე, ჩავჯექი მანქანაში, სანამ ავიდოდით, უკან ვიჯექი ოდნავ მოიწიე შეგხედო და ისე გელაპარაკოო – მივიწიე.
მეუბნება რამდენიწლის ხარ? – 18.
– 20 ის ხარო ასე იტყვიო. ახლობლის მაღაზია არისო.
ვერ მოვატყუებ მრცხვენია-თქო.ბევრი საუბრის შემდეგ შევთანხმდით. მივედით მაღაზიაში გამყიდველი გოგონა და უფროსი დაგვხდა პირობები მითხრეს, რაც მართლა ძალიან მომეწონა და შევთანხმდით.
საღამოს სწავლაზე უნდა მივსულიყავი. წამოვედით, შევთავაზე, რადგან სამუშაო მიშოვა და დამეხმარა, ყავაზე ამოსულიყო. დედაჩემსაც ნახავდა და ჩემებს.


ჩაჯექიო, ჩავჯექი მანქანაში.
ავტო ნაწილებზე შეიარა, ხო არ გეჩქარებაო? არა-თქო.
გზაში მესაუბრება. მცხეთაში ხარო ნამყოფი? – კითხვა დამისვა. არა-თქო. გინდა გავისერინოთო, -არა არ მინდა-თქო გავიცინე.
შემდეგ მეუბნება მანქანის ტარება იციო – არათქო, გინდა გასწავლოო, დაჯექიო მოდი. არ მინდა-თქო.
მეკითხება შეყვარებული გყავს? – არა. – რატომ? დავშორდი…
-რატომ დაშორდი? რამე ხოარ წაიმაიმუნა? არა-თქო. ჰა, თქვიო რამე წაიმაიმუნაო, შეგაცდინაო? -არა-თქო. არ მომატყუო თუ რამეო მყავსო ხალხიო, გავიცინე და გასაგებია-თქო.
-ბევრიო შენ ასაკში ცდებაო და იმიტო გეკითხებიო, მეც ეშმაკური სიცილით, თან ოდნავ შიშით, ისე რომ მას არ ვაგრძნობინებ, ვეუბნები, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, არ ვიცი ვინ ცდება, მაგრამ გენაცვალე მე ტვინი მაქვს და ბევრ რამეს ვხვდებითქო. -ა, ხო ბაზარი არააო.
-ეწევიო? არა-თქო. -ჰე, არ მომატყუოო. -არა, არ ვეწევითქო.
სიცილ სიცილით ვპასუხობდი რომ რამე არ ეგრძნო.
-ტელეფონი გაქ?
-არა არ მაქვს.
-აბა, რითი უნდა დაგირეკონ ხოლმე მაღაზიიდან?
-დედაჩემს აქვს და დედაჩემის და ჩემი რამ გაყოთქო, ვუპასუხე.
-ამ თვის ბოლოს მაგარ ტელეფონს დაგითრევო. არ მინდათქო სხვისი არასდროს არაფერი მდომებია არც ახლათქო. -შენა რა, ზურიკელას უნდაო მიპასუხე და გაიცინა.
მივედით ჩემ უბანამდე და გადავედი მანქანიდან. ფბ-ზეც დამამატა. სახლში რომ მივედი, მოვყევი ყველაფერი, რაც არ მოეწონათ, არც ჩხუბი მინდოდა, დაპირდაპირ სამუშაოზე უარი განვაცხადე, რადგან არ მინდოდა იმ კაცის გადაკიდება.
მენეჯერად გაგჩითავო, ავტონაწილებს ვხსნიო, თვეშიო 800 900 ლარამდე, აგიყვანო, მთავაზობდა.
სამუშაო მართლა ზალიან მომეწონა, გამიხარდა, სახლთან ახლოს იყო და პირობები განსაკუთრებით, სამწუხაროდ იმედგაცრუებული ამოვედი სახლში…
სამუშაო ძალიან მჭირდება
თუმცა ამის გამო ყველაფერზე ვერ წავალ.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ მინდა იცოდეთ ბევრმა, ერთმანეთის პატივისცემას და გვერდში დგომას, სარგებლის ნახვით ნუ განსაზღვრავთ…
მამაკაცებმა არ მომწეროთ, ბევრჯერ ვითხოვე, იმიტომ რომ სულ ვიღაც მატყუებს თავის ჭკუით ან მაიმედებენ ან ასე იქცევიან, როგორც მე გადამხდა თავს.
ბევრს შეიძლება არ მოგეწონოთ ეს ყველაფერი, რაც თქვენამდე მოვიტანე თუმცა მინდოდა მაინც გცოდნოდათ და ჩემნაირად არავის ენდოთ უცხო მამაკაცს.
ვეძებ სამუშაოს მაქვს ნამუშევარი მოლარედ ხანმოკლე ხნით. 2019 წლის მერე ნორმალური სამუშაო ვერ ვნახე, კარგი პირობები რომ იყოს და კარგი დამსაქმებლით.
კიდევ ბევრი რამ გადამხდა თავს უბრალოდ თქვენამდე ვერ გავაზიარებ იმ ყველაფერს რაც დამსაქმებლებმა გააკეთეს.
შევისწავლი სამუშაოს. უცხო ენები სამწუხაროდ არ ვიცი, რუსული მესმის ცოტა. თუ რამე ვაკანსია გაქვთ რუსთავში ან ვარკეთილში, იქნებ დამასაქმოთ 300 400 ლარიანებზე და სრულ განაკვეთზე ვერ ვიმუშავებ, გამიგეთ მეც და არა მხოლოდ მე, მათ ვისაც ამ სიცხეში უწევთ მთელი დღე მუშაობა დახურულ სივრცეში. მე პირადად არ შემიძლია.
შევისწავლი გავივლი სტაჟირებას, თუ შესაძლებელი იქნება, დამეხმარეთ გთხოვთ ქალბატონებს!”

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close