სიახლეები

ინფორმაცია, რომელიც ეს წუთებია ვრცელდება – ხელისუფლება 20 ივნისისთვის თბილისის ჩაკეტვას აპირებს

loading...
loading...

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარიგებებისკენ წავიდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ხალხმა თავისუფლად დაიწყო გადაადგილება და შედეგმაც არ დააყოვნა -კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზარდა. ექიმები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს, ჩვენს სამეზობლოში ხომ ყველგან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
„თაიმერს“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში „სერიოზულად ფიქრობენ თბილისის ჩაკეტვაზე“. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დედაქალაქის ჩაკეტვა 20 ივნისისთვის იგეგმება. არაა გამორიცხული, რომ მთელს ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.
ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ გვიდასტურებს. სახელისუფლებო კულუარებში გვითხრეს, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მხოლოდ ვარაუდი გამოითქვა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგიური სურათი.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ 20 ივნისისთვის საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ან თბილისი ჩაკეტა, ეს ოპოზიციის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. 20 ივნისს ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. ოპოზიციონერები რამდენიმე დღეში სისხლიანი “გავრილოვის” ღამის წლისთავის აღნიშვნას გეგმავენ.


აღნიშნული აქცია „ქართულ ოცნებას“ ბუნებრივია, რომ არ ეპიტნავება და ბოლო დღეებში სულ მოსალოდნელი აქციის წყევლა-კრულვით იყო დაკავებული. მხოლოდ მაშინ დაწყნარდნენ, როდესაც აშშ-ს კონგრესმენების შედგენილი დოკუმენტი გამოვიდა დღის სინათლეზე. მანამდე ამბობდნენ, რომ ეს აქცია იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება, ხოლო ირაკლი კობახიძის თქმით, მასზე მხოლოდ 200 ნაციონალი თუ მივიდოდა.
საეჭვო იყო იმ ექიმების განცხადებებიც, რომლებიც ბოლო დროს ხელისუფლების „სპიკერებად“ გადაიქცნენ. მთელი ამ ხნის მანძილზე, ისინი მეორე ტალღის დაწყებას შემოდგომისთვის ვარაუდობდნენ. როგორც კი ოპოზიციამ 20 ივნისის აქცია დაანონსა, მათ ივარაუდეს, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში გამწვავდებოდა.
კორონავრუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მართლაც რომ მოიმატა. გაჩნდა ახალი კლასტერებიც, მაგრამ ზოგიერთი ექიმის განცხადება არა დამაჯერებელი. მაგალითად, იმისი, ვინც გვიმტკიცებდა, რომ თუ ხალხი აღდგომის ღამეს ლიტანიობას დაესწრებოდა, კუბოებს ვეღარ დავითვლიდით. აღდგომის წინა დღეებში ინფიცირებულთა რიცხვმა ძალიან მოიმატა. ჩაიარა თუ არა აღდგომამ, კორონით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
ახლა იგივე ტრიუკს ვეღარ ჩაატარებენ და ვერ იტყვიან – თუ აქციაზე წავა ხალხი კუბოებს ვერ დავითვლითო. ამიტომ, ნელ-ნელა შეამზადეს ნიადაგი და როგორც თავში უკვე გითხარით, 20 ივნისისთვის შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა მივიღოთ.
ავტორი: შორენა მარსაგიშვილი
წყარო

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close