საზოგადოება

“როგორ მომწონდა ეს ფოტო, რატომ გაფრინდი, რატომ… არ მჯერა ანის რომ დავიძახებ და სენ აღარ გამოანათებ აივნიდან…” – ქუთაისში 24 წლის გოგო შეყვარებულის თვალწინ დაიღუპა

loading...
loading...

არ მჯერა რომ, ანის რომ დავიკივლებ აივანზე შენ აღარ გამოანათებ სახლიდან – ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ ავტოავარიას 24 წლის ანი გიორგაძე ემსხვერპლა.
“როგორ მომწონდა ეს ფოტო,  რატო გაფრიდი რატოო,  ჩემი ფერია გოგო იქნები შენ სულ … აღარ მინდა ვერ ვუყურებ შენს სახლს ცარიელს დაბრუნდი რა.”
“ანი ძალიან მეტკინა გული . უზომოდ მენანები ,… შენნაირი სუფთა და კეთილი ადამიანები არუნდა იღუპებოდნენ.”
“როგორ მახსოვს,ბავშვობაში თუ ჩვენც წაგვიყვანდნენ მშობლები რესტორანში ჩემთვის ეს ერთი დღესასწაული იყო..მიხაროდა შენი და სხვა მრავალი ჩვენი ტოლი ბავშვის ერთად თავმოყრა და შემდეგ გართობა..დღეს კი გული მტკივა შენი გარდაცვალებით..ანგელოზი იყავი და ანგელოზად წახვედი.. ნახვამდის მეგობარო”


“მთელი დღეა შენს ფოტოებს ვათვალიერე.  ნუთუ მარტო ესენი დაგვრჩება შენგან.  არმჯერა ვერ წარმომიდგენიხარ იმ შავი ხის შიგნით თუ შენ ხარ. ვერ დავიჯერებ არ მინდა. ვის მივაკითხავ მარტოობა რომ შემომიტევს და მოვიწყენ . გამოხვიდოდი ჩემთან და ვიცინოდით, მათეს ვაწვალებდით, არ მჯერა რომ ანის რომ დავიკივლებ აივანზე შენ აღარ გამოანათებ სახლიდან  ჩემი მომცინრი გოგო იქნები სულ და ესეთად დარჩები,  არმინდა დაჯერება ეს რეალობა არ არის არაა!!!….” – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგოს მეგობრები.
შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან გოგონას ავტომობილი საქმროს თვალწინს დაეჯახა, მათ უახლოეს დღეებში ნიშნობა უნდა ჰქონდათ.
არსებული ინფორმაციიით, დიდი  სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც ცნობილია, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს,  თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე საქმეზე  276-ე მუხლის  მე-6 ნაწილით დაიწყო

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close